https://sputnik-georgia.com/20230707/myvintavebma-zrvasi-mozardis-cxedari-ipoves-279341102.html
მყვინთავებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს: დაკავებულია რამდენიმე პირი
მყვინთავებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს: დაკავებულია რამდენიმე პირი
Sputnik საქართველო
ლუკა აბულაძის ცხედარი რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ იპოვეს. 07.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-07T20:06+0400
2023-07-07T20:06+0400
2023-08-23T09:04+0400
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
აჭარა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24108/32/241083276_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4f9d8931da712b48d2196702c96a0b1c.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ბათუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ 4 ივლისს ბათუმში სამმა პირმა ოთხი მოზარდი კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთმა დაკავებულმა მკვეთრი მანევრით ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი განზრახ გადაყარა წყალში, ისე, რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან ერთად სვლა განაგრძო.წყალში ჩავარდნის შემდეგ სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლუკა აბულაძის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ერთ მათგანს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ორს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.მყვინთავები ზღვაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ>>მოზარდის ცხედარი ამ დროისათვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბათუმი
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24108/32/241083276_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_75207473c9384de6b6ef59a611c3b0b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , აჭარა , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , აჭარა , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მყვინთავებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს: დაკავებულია რამდენიმე პირი
20:06 07.07.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) ლუკა აბულაძის ცხედარი რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ იპოვეს.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ბათუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 4 ივლისს ბათუმში სამმა პირმა ოთხი მოზარდი კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთმა დაკავებულმა მკვეთრი მანევრით ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი განზრახ გადაყარა წყალში, ისე, რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან ერთად სვლა განაგრძო.
წყალში ჩავარდნის შემდეგ სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლუკა აბულაძის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ერთ მათგანს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ორს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
მოზარდის ცხედარი ამ დროისათვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.