https://sputnik-georgia.com/20230707/meufe-sios-sesazlo-mowamvla-sss-gamozieba-daiwyo-279344618.html
ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლა – შსს–მ გამოძიება დაიწყო
ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლა – შსს–მ გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სსკ–ის მუხლით „განზრაც მკვლელობის მცდელობა“, თუმცა საქმეს შემდეგ შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიეცეს. 07.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-07T23:24+0400
2023-07-07T23:24+0400
2023-08-23T09:04+0400
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/60/244396094_0:96:2000:1221_1920x0_80_0_0_7f8eac90464cb204a5715621a341492a.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება „პირველი არხი“ შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.შსს–ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ–ის „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით, თუმცა საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს, 6 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ მეუფე შეუძლოდ გრძნობს თავს და აღნიშნა, რომ არ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოებისთვის, ჯერ საზღვარგარეთიდან ანალიზების პასუხს ელოდება.მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშრებით საპატრიარქო გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს>>ამავე დროს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შრომისუნარიანია.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 2017 წლის ნოემბერში აირჩია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/60/244396094_122:0:1879:1318_1920x0_80_0_0_4f3c673ce252885e3313772da4c68920.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლა – შსს–მ გამოძიება დაიწყო
23:24 07.07.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სსკ–ის მუხლით „განზრაც მკვლელობის მცდელობა“, თუმცა საქმეს შემდეგ შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიეცეს.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება „პირველი არხი“ შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
შსს–ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ–ის „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით, თუმცა საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს, 6 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.
მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ მეუფე შეუძლოდ გრძნობს თავს და აღნიშნა, რომ არ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოებისთვის, ჯერ საზღვარგარეთიდან ანალიზების პასუხს ელოდება.
ამავე დროს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შრომისუნარიანია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 2017 წლის ნოემბერში აირჩია.