მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშრებით საპატრიარქო გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ამ დროისათვის მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საგამოძიებო ორგანო საპატრიარქოს თავად დაუკავშირდა, თუმცა ჩვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ მოგვითხოვია, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ხუთშაბათს, 6 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

„ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საგნად და არც ვაპირებდით, რადგანაც ჯერ გვსურდა თავად გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი შემთხვევა... რადგანაც მოხდა ამის გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი", – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამ ეტაპზე საპატრიარქო უცხოეთიდან ანალიზების პასუხებს ელოდება.
„საგამოძიებო უწყება თავად დაგვიკავშირდა, მაგრამ ჩვენ თავი შევიკავეთ, რადგანაც რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი", – განაცხადა დეკანოზმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„იგი არის შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე", – განაცხადა ჯაღმაიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 2017 წლის ნოემბერში აირჩია.
ყველა ახალი ამბავი
0