https://sputnik-georgia.com/20230706/-------279307141.html
ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფორუმი გაიმართება
ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფორუმი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფორუმზე ექსპერტები აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრებენ. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T16:21+0400
2023-07-06T16:21+0400
2023-07-06T21:36+0400
საქართველო
ტურიზმი
საქართველოს ეკონომიკა
აჭარის მთავრობა
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0c/249428526_771:165:2889:1356_1920x0_80_0_0_019273cc91c4efd304f824bc5b76ae1e.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფართომასშტაბიანი ფორუმი Batumi Real Estate 2023 გაიმართება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ბათუმში უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთ მთავარ მოვლენას 12 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi უმასპინძლებს.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები.ფორუმზე ექსპერტები აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრებენ. ღონისძიების ფარგლებში B2B შეხვედრები გაიმართება.ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მიიღო>>>FIABCI-Georgia-ს (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული განყოფილება) და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი აჭარის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდება.მაიამიში (აშშ) 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ს 73-ე მსოფლიო კონგრესს საქართველოს დელეგაცია აჭარის მთავრობის, FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და წევრების შემადგენლობით ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 8 ივნისს „მსოფლიო ოსკარებად" წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა.წელს FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები პირველად იყო წარდგენილი. აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა და უძრავი ქონების სექტროში უმაღლესი ჯილდო - FIABCI World Prix d’Excellence მოიპოვა.1951 წელს პარიზში დაარსებული FIABCI – უძრავი ქონების სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0c/249428526_1033:137:2710:1395_1920x0_80_0_0_4f62064738a4f35f88a6dd9083ba6fd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები
ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფორუმი გაიმართება
16:21 06.07.2023 (განახლებულია: 21:36 06.07.2023) ფორუმზე ექსპერტები აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრებენ.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფართომასშტაბიანი ფორუმი Batumi Real Estate 2023 გაიმართება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ბათუმში უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთ მთავარ მოვლენას 12 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები.
ფორუმზე ექსპერტები აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრებენ. ღონისძიების ფარგლებში B2B შეხვედრები გაიმართება.
FIABCI-Georgia-ს (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული განყოფილება) და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი აჭარის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდება.
მაიამიში (აშშ) 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ს 73-ე მსოფლიო კონგრესს საქართველოს დელეგაცია აჭარის მთავრობის, FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და წევრების შემადგენლობით ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 8 ივნისს „მსოფლიო ოსკარებად" წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა.
წელს FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები პირველად იყო წარდგენილი. აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა და უძრავი ქონების სექტროში უმაღლესი ჯილდო - FIABCI World Prix d’Excellence მოიპოვა.
1951 წელს პარიზში დაარსებული FIABCI – უძრავი ქონების სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.