https://sputnik-georgia.com/20230609/batumis-stadionma-uzravi-qonebis-bazris-oskari-miiro-278409340.html
ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მიიღო
ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მიიღო
Sputnik საქართველო
სტადიონი თურქულმა არქიტექტურულმა კომპანია Bahadir Kul Architects-მა დააპროექტა. 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T12:52+0400
2023-06-09T12:52+0400
2023-06-09T18:05+0400
ბათუმი
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24627/81/246278158_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_5cf348a23e3d687a307190856e8c6ddd.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბათუმის სტადიონმა Adjarabet Arena უძრავი ქონების პრესტიჟულ კონკურსზე FIABCI Prix d'Exellence Awards 2023 კატეგორიაში „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა" ჯილდო მიიღო, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური. FIABCI – უძრავი ქონების სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ამ დღეებში მაიამიში FIABCI-ს უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი იმართება, რომელშიც აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. 2022 წლის ოქტომბერში ბათუმის სტადიონი მსოფლიო კონკურსის FIABCI-Georgia Prix d'Exellence Awards ეროვნული ეტაპის გამარჯვებული გახდა. კონკურსი 1992 წლიდან იმართება. თორნიკე რიჟვაძეს მაიამიში პრესტიჟული კონკურსის ჯილდო გადაეცა>>უძრავი ქონების რიგით 73-ე მსოფლიო კონგრესი FIABCI და პრემია FIABCI World Awards მაიამიში (აშშ) 5-9 ივნისს იმართება. ბათუმის ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის თურქულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Bahadir Kul Architects დააპროექტა. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის აშენებაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა.
ბათუმი
საქართველო
აჭარა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24627/81/246278158_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_e1e4253f97db1c0ee9894f8de2cd29a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი , ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , აშშ
ბათუმი , ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , აშშ
ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მიიღო
12:52 09.06.2023 (განახლებულია: 18:05 09.06.2023) სტადიონი თურქულმა არქიტექტურულმა კომპანია Bahadir Kul Architects-მა დააპროექტა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბათუმის სტადიონმა Adjarabet Arena უძრავი ქონების პრესტიჟულ კონკურსზე FIABCI Prix d'Exellence Awards 2023 კატეგორიაში „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა" ჯილდო მიიღო, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.
FIABCI – უძრავი ქონების სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ამ დღეებში მაიამიში FIABCI-ს უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი იმართება, რომელშიც აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
„ბათუმის სტადიონმა ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ს მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის!" – ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის ოქტომბერში ბათუმის სტადიონი მსოფლიო კონკურსის FIABCI-Georgia Prix d'Exellence Awards ეროვნული ეტაპის გამარჯვებული გახდა. კონკურსი 1992 წლიდან იმართება.
უძრავი ქონების რიგით 73-ე მსოფლიო კონგრესი FIABCI და პრემია FIABCI World Awards მაიამიში (აშშ) 5-9 ივნისს იმართება.
ბათუმის ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის თურქულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Bahadir Kul Architects დააპროექტა. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის აშენებაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა.