https://sputnik-georgia.com/20230705/--ebrd-------279287020.html
საქართველო და EBRD ახალ პროექტებს გეგმავენ: შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
საქართველო და EBRD ახალ პროექტებს გეგმავენ: შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონული დირექტორი წარუდგინეს 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T23:14+0400
2023-07-05T23:14+0400
2023-07-05T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/05/279285907_88:178:1471:956_1920x0_80_0_0_f1bf8f57f02d5fca1208ae7e93517737.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელმძღვანელობასთან, მათ შორის კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორთან, ალკის ვრენიოს დრაკინოსთან.ალკის ვრენიოს დრაკინოსი საქმიანობას 1 სექტემბრიდან დაიწყებს და ამ პოსტზე კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეცვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ პრემიერს ის პირადად წარუდგინა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს.რაზე ისაუბრა პრემიერმა EBRD-ს დირექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე >>პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია.აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თითოეული პროექტი შესრულების გარკვეული პირობებით ქვეყნისთვის გრანტების ან კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/05/279285907_132:110:1412:1070_1920x0_80_0_0_44c81d1aaa2a2cc05498b75ac9c907cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო და EBRD ახალ პროექტებს გეგმავენ: შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
პრემიერ-მინისტრს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონული დირექტორი წარუდგინეს
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელმძღვანელობასთან, მათ შორის კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორთან, ალკის ვრენიოს დრაკინოსთან.
ალკის ვრენიოს დრაკინოსი საქმიანობას 1 სექტემბრიდან დაიწყებს და ამ პოსტზე კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეცვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ პრემიერს ის პირადად წარუდგინა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია.
აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თითოეული პროექტი შესრულების გარკვეული პირობებით ქვეყნისთვის გრანტების ან კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.