რაზე ისაუბრა პრემიერმა EBRD-ს დირექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე

© Government of Georgiaპრემიერის და EBRD-ს დირექტორთა საბჭოს წევრების შეხვედრა
პრემიერის და EBRD-ს დირექტორთა საბჭოს წევრების შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განიხილა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ს მხარდაჭერა ფასდაუდებელია. გამოითქვა იმედი, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოში 30-წლიანი საქმიანობის პერიოდში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში საერთო ჯამში 283 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თითოეული პროექტი ითვალისწინებს ქვეყნისთვის გრანტების ან სესხების გამოყოფას პროექტების განხორციელებისთვის გარკვეული პირობებით.
საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესს.
ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა.
ამასთან ყურადღება დაეთმო კონკრეტულ მაჩვენებლებს, მათ შორის, აღინიშნა დადებითი ტენდენციები ტურიზმის მიმართულებით.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტის, იმპორტის, ფულადი გადმორიცხვების, საწარმოების ბრუნვის ზრდა. 2021–2022 წლებში ქვეყანაში მშპ-ის ორნიშნა ზრდა იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა. ეკონომიკის ზრდის რეალური საშუალო მაჩვენებელი 2022 წელს 10,1% იყო.
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0