https://sputnik-georgia.com/20230704/zelenskisgan-gansxvavebit-saqartvelos-xelisufleba-qveynis-interesebs-icavs-279249260.html
ზელენსკისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს - დეპუტატი
ზელენსკისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს - დეპუტატი
Sputnik საქართველო
ქართველი ელჩის გამოშვების თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უმადურობაა, მიიჩნევს დიმიტრი ხუნდაძე. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T20:17+0400
2023-07-04T20:17+0400
2023-07-04T22:42+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება, უკრაინის პრეზიდენტისგან განსხვავებით, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გახდა დასავლეთის მხრიდან დარტყმის ობიექტი, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების კომენტარისას, რომელმაც საქართველოს ელჩი კიევიდან გამოუშვა.ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში და გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ. სამშაბათს ქართველ დიპლომატს უკრაინის დატოვება შესთავაზეს თბილისთან კონსულტაციებისთვის.კონფლიქტი უკრაინაში ადრე თუ გვიან დამთავრდება და ისტორია ყველას მიუჩენს თავის ადგილს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.ზელენსკის გადაწყვეტილებას ორშაბათს წინ უძღოდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააკაშვილის გამოჩენა, რომელმაც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.საშინაო საქმეებში ჩარევა: საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ზელენსკის გადაწყვეტილებაზე>>ხუნდაძის აზრით, სააკაშვილის გამოჩენა ეკრანზე მისი ლობისტების მორიგი შეტევის საბაბი გახდა.მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ თუ პატიმარი ნორმალურად იკვებება, ის კარგად გამოიყურება, მაგრამ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ აწყობთ ამის აღიარება, მიიჩნევს პოლიტიკოსი. გარდა ამისა, მათ წინაშეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სააკაშვილს უარი ეთქვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, აღნიშნა ხუნდაძემ.მისი თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც მას უკარნახეს, უმადურობაა საქართველოს მიმართ, სადაც „ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ“.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს ბრძნული გამონათქვამი, რომელიც სააკაშვილს ახასიათებს: „ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს“.უცნაური გადაწყვეტილება - დეპუტატი ზელენსკის განცხადებაზე>>„თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს, დაინდეთ უკრაინელი ხალხი“, – განაცხადა ხუნდაძემ.სამშაბათს ზელენსკის ბრძანებით საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაიბარეს უკრაინის საგარეო უწყებაში და „გამოხატეს მტკიცე პროტესტი პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის არსებით გაუარესებასთან დაკავშირებით".ამასთან დაკავშირებით დიპლომატი გამოუშვეს თბილისში, რათა მან არსებული ვითარების გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს და გზები მოიძიოს.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეურაცხყოფა უწოდეს.სპეკულაციებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ უპასუხა - თალაკვაძე>>ამას გარდა, ორშაბათს საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული ალექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - ირაკლი კობახიძე>>ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი
ზელენსკისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს - დეპუტატი
20:17 04.07.2023 (განახლებულია: 22:42 04.07.2023) ქართველი ელჩის გამოშვების თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უმადურობაა, მიიჩნევს დიმიტრი ხუნდაძე.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება, უკრაინის პრეზიდენტისგან განსხვავებით, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გახდა დასავლეთის მხრიდან დარტყმის ობიექტი, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების კომენტარისას, რომელმაც საქართველოს ელჩი კიევიდან გამოუშვა.
ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში და გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ. სამშაბათს ქართველ დიპლომატს უკრაინის დატოვება შესთავაზეს თბილისთან კონსულტაციებისთვის.
„საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი“, – დაწერა სოციალურ ქსელში ხუნდაძემ.
კონფლიქტი უკრაინაში ადრე თუ გვიან დამთავრდება და ისტორია ყველას მიუჩენს თავის ადგილს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ზელენსკის გადაწყვეტილებას ორშაბათს წინ უძღოდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააკაშვილის გამოჩენა, რომელმაც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
ხუნდაძის აზრით, სააკაშვილის გამოჩენა ეკრანზე მისი ლობისტების მორიგი შეტევის საბაბი გახდა.
„გუშინ კვლავ იგივე სცენარი გაითამაშეს, რასაც აქამდე აკეთებდნენ – სააკაშვილის საჩვენებელი გამოსვლა და შემდეგ წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოხმაურებები. სააკაშვილის მიერ მიზანმიმართულად გამოყენებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კითხვებს აღარ ბადებს ყველაზე რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაშიც კი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, არც მის ლობისტებში“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ თუ პატიმარი ნორმალურად იკვებება, ის კარგად გამოიყურება, მაგრამ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ აწყობთ ამის აღიარება, მიიჩნევს პოლიტიკოსი. გარდა ამისა, მათ წინაშეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სააკაშვილს უარი ეთქვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, აღნიშნა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც მას უკარნახეს, უმადურობაა საქართველოს მიმართ, სადაც „ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ“.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს ბრძნული გამონათქვამი, რომელიც სააკაშვილს ახასიათებს: „ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს“.
„თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს, დაინდეთ უკრაინელი ხალხი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
სამშაბათს ზელენსკის ბრძანებით საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაიბარეს უკრაინის საგარეო უწყებაში და „გამოხატეს მტკიცე პროტესტი პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის არსებით გაუარესებასთან დაკავშირებით".
ამასთან დაკავშირებით დიპლომატი გამოუშვეს თბილისში, რათა მან არსებული ვითარების გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს და გზები მოიძიოს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეურაცხყოფა უწოდეს.
ამას გარდა, ორშაბათს საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული ალექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.