https://sputnik-georgia.com/20230703/sruli-absurdia-kobaxize-degnanis-sesfotebaze-279205900.html
სრული აბსურდია - ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის შეშფოთებაზე
სრული აბსურდია - ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის შეშფოთებაზე
Sputnik საქართველო
იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 257 ათასი ადამიანი შემოვიდა, აქედან 75% – საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გავლით. 03.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-03T17:12+0400
2023-07-03T17:12+0400
2023-07-03T21:31+0400
საქართველო
პოლიტიკა
აშშ
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833969_0:0:1133:637_1920x0_80_0_0_675e6bf68ad1c040fdb7de4095742fe0.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. იმის მტკიცება, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გადინებას, უსაფუძვლოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეშფოთებაზე კომენტარისას. დეგნანმა განაცხადა, რომ პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და რუსეთს შორის შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში მეტი რუსი შემოვა, არამედ იმის გამოც, რომ ისინი საქართველოს ევროპაში შესვლისთვის იყენებენ. დეგნანის თქმით, ევროპამ რუსეთისთვის კარი დაკეტა, რადგანაც ეს რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია. პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში აღდგა, როდესაც რუსეთმა 2019 წელს დაწესებული აკრძალვა გააუქმა. „საქართველოში ხმელეთით ბევრად მეტი ადამიანი შემოდის, ვიდრე ფრენების გზით. ეს მარტივი სტატისტიკაა. ეს რომ რაიმე არხებით გავლენას მოახდენს მგზავრთა ნაკადზე ევროპაში, სრული აბსურდია", – აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, დაახლოებით 50-ჯერ მეტი რეისი სრულდება რუსეთსა და თურქეთს შორის, რომელიც ნატოს წევრია, ვიდრე საქართველოსა და რუსეთს შორის. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლა თურქეთიდან უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოდან. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ისრაელთან. გაიაშვილი: Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა>>„ალბათ ამ ფრენების ჯამური რაოდენობა არის, სულ მცირე, 100-ჯერ მეტი, ვიდრე რაც საქართველოში ხორციელდება. როცა ასეთ დროს ვინმე ხელოვნურად ცდილობს საქართველოსთან აღდგენილი ფრენები ფაქტორად წარმოაჩინოს, ეს არის არასწორი", – განაცხადა კობახიძემ. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings. ტურიზმი ციფრებში 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საიდანაც 256.787 ადამიანი რუსეთიდან შემოვიდა. სახმელეთო გზით შემომსვლელთა რაოდენობამ 75% (192.915) შეადგინა. დანარჩენმა საჰაერო გზით ისარგებლა მესამე ქვეყნების გამოყენებით. ასეთია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები. პრემიერი: ხელისუფლებას ვერავინ აიძულებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს>>შედარებისთვის, 2019 წლის პირველ კვარტალში, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთიდან 254.077 ადამიანი შემოვიდა, აქედან 172.607 – სახმელეთო გზით, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსით", ანუ საქართველოში ავტოტრანსპორტით შემომსვლელთა რაოდენობამ 68% შეადგინა. საქართველოს 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა ეწვია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833969_0:0:997:748_1920x0_80_0_0_574a366de763369a1a6a86e2cb2df0f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, ტურიზმი საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, ტურიზმი საქართველოში
სრული აბსურდია - ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის შეშფოთებაზე
17:12 03.07.2023 (განახლებულია: 21:31 03.07.2023) იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 257 ათასი ადამიანი შემოვიდა, აქედან 75% – საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გავლით.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. იმის მტკიცება, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გადინებას, უსაფუძვლოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეშფოთებაზე კომენტარისას.
დეგნანმა განაცხადა, რომ პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და რუსეთს შორის შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში მეტი რუსი შემოვა, არამედ იმის გამოც, რომ ისინი საქართველოს ევროპაში შესვლისთვის იყენებენ. დეგნანის თქმით, ევროპამ რუსეთისთვის კარი დაკეტა, რადგანაც ეს რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია.
„ეს არის თითიდან გამოწოვილი მცდელობა, რაღაცნაირად ცუდი თქვა ხელისუფლების მიმართ, როცა ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაშია", – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში აღდგა, როდესაც რუსეთმა 2019 წელს დაწესებული აკრძალვა გააუქმა.
„საქართველოში ხმელეთით ბევრად მეტი ადამიანი შემოდის, ვიდრე ფრენების გზით. ეს მარტივი სტატისტიკაა. ეს რომ რაიმე არხებით გავლენას მოახდენს მგზავრთა ნაკადზე ევროპაში, სრული აბსურდია", – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, დაახლოებით 50-ჯერ მეტი რეისი სრულდება რუსეთსა და თურქეთს შორის, რომელიც ნატოს წევრია, ვიდრე საქართველოსა და რუსეთს შორის. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლა თურქეთიდან უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოდან.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ისრაელთან.
„ალბათ ამ ფრენების ჯამური რაოდენობა არის, სულ მცირე, 100-ჯერ მეტი, ვიდრე რაც საქართველოში ხორციელდება. როცა ასეთ დროს ვინმე ხელოვნურად ცდილობს საქართველოსთან აღდგენილი ფრენები ფაქტორად წარმოაჩინოს, ეს არის არასწორი", – განაცხადა კობახიძემ.
ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საიდანაც 256.787 ადამიანი რუსეთიდან შემოვიდა. სახმელეთო გზით შემომსვლელთა რაოდენობამ 75% (192.915) შეადგინა. დანარჩენმა საჰაერო გზით ისარგებლა მესამე ქვეყნების გამოყენებით. ასეთია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები.
შედარებისთვის, 2019 წლის პირველ კვარტალში, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთიდან 254.077 ადამიანი შემოვიდა, აქედან 172.607 – სახმელეთო გზით, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსით", ანუ საქართველოში ავტოტრანსპორტით შემომსვლელთა რაოდენობამ 68% შეადგინა.
საქართველოს 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა ეწვია.