https://sputnik-georgia.com/20230703/saqartveloshi-ertiani-erovnuli-gamocdebi-daiwyo-279181940.html
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
Sputnik საქართველო
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 03.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-03T09:46+0400
2023-07-03T09:46+0400
2023-07-03T14:52+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:91:1595:988_1920x0_80_0_0_75d068cee456a5eb91af0ae39e095657.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.გამოცდაზე აბიტურიენტების პირველი ნაკადის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. წელს საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, რომლებიც სრულად არიან მომზადებული გამოცდების ჩასატარებლად: სივრცეები აღჭურვილია გაგრილების სისტემებით და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა>>>გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 10 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირია რეგისტრირებული.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.ავადმყოფობის შემთხვევაში აბიტურიენტი უნდა დაუკავშირდეს გამოცდების ეროვნული ცენტრის „ცხელ ხაზს" (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეს გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:0:1317:988_1920x0_80_0_0_b90f87f1ae0279f681e98c6bcc9ca391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
09:46 03.07.2023 (განახლებულია: 14:52 03.07.2023) 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდაზე აბიტურიენტების პირველი ნაკადის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. წელს საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, რომლებიც სრულად არიან მომზადებული გამოცდების ჩასატარებლად: სივრცეები აღჭურვილია გაგრილების სისტემებით და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.
წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 10 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირია რეგისტრირებული.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
ავადმყოფობის შემთხვევაში აბიტურიენტი უნდა დაუკავშირდეს გამოცდების ეროვნული ცენტრის „ცხელ ხაზს" (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეს გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.