უმაღლეს სასწავლებლებში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ასაკობრივი ცენზი უქმდება

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
კანონპროექტი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე არჩევისა და დანიშვნის დროს ასაკობრივი ცენზი გაუქმდება.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლის თანახმად 65 წელს მიღწეული პირი აღარ შეიძლება აირჩიონ ან დაინიშნოს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.
კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონიდან ამოღებულია პუნქტები, რომელთა თანახმად ამა თუ იმ პირისთვის 65 წლის შესრულება მისი გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს.
კანონპროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0