საერთაშორისო წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაცვას გაეცნენ

© courtesy of National Bank of Georgiaსაერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების დაცვას გაეცნენ
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების დაცვას გაეცნენ - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას სანქციების დაცვის მიმართულებით.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების დაცვის საკითხს გაეცნენ და ქართული პოზიცია მოისმინეს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ჯიმ ო'ბრაიენი და კუმარ აიერი საქართველოში საერთაშორისო სანქციების დაცვის მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, შეხვედრისას განიხილეს რუსეთის მიმართ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ფინანსური სანქციების რეალიზაციის საკითხი.

„ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას", – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სანქციების დაცვის მონიტორინგის შედეგები გააცნეს, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილი სანქციების საკითხებში დასავლეთის სპეცწარმომადგენლებს შეხვდა: თემები>>
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ რეგულატორის საქმიანობას სანქციების დაცვის კუთხით და, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის სხვა საფინანსო ინსტიტუტები სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.
ყველა ახალი ამბავი
0