პაპუაშვილი: საქართველომ თავისი რეიტინგებით დაიმსახურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ანგარიში ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს, საერთაშორისო კრიტერიუმების გამოყენებით ზომავს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს დაწინაურება მთავრობის გამჭვირვალობის საერთაშორისო რეიტინგში ნათლად აჩვენებს, რომ საქართველომ დაიმსახურა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსში საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე-17 ადგილზე დაწინაურდა.

„ანგარიში ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს, საერთაშორისო კრიტერიუმების გამოყენებით ზომავს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, – დაწერა პაპუაშვილმა.

ამასთან მან საქართველოს პოზიცია შთამბეჭდავ ნახტომად შეაფასა.
„შთამბეჭდავი ნახტომი საქართველოსთვის გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში! საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი“, – დაწერა პაპუაშვილმა.
ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კორუფციის კონტროლის დონეს, კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაჩვენებლებს.
„ეს დიდი მიღწევაა“ - მმართველი პარტია საქართველოს რეიტინგზე >>
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის და სხვა გლობალური ორგანიზაციების კვლევებს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ყველა ახალი ამბავი
0