„ეს დიდი მიღწევაა“ - მმართველი პარტია საქართველოს რეიტინგზე

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო 54-ე ადგილიდან მე-17 ადგილზე დაწინაურდა.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს დაწინაურება მთავრობის გამჭვირვალობის რეიტინგში დიდი მიღწევაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსში საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე-17 ადგილზე დაწინაურდა. ინდექსი ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრმა შეადგინა.

„ეს არის ფაქტებზე და არა აღქმებზე დაფუძნებული კვლევა. გასახარია ის ფაქტი, რომ საქართველომ ამხელა ნახტომი გააკეთა. 143 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზე ყოფნა და ევროპის წამყვან ქვეყნებს რომ ვუსწრებთ, ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მისალოცი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კორუფციის კონტროლის დონეს, კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაჩვენებლებს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის და სხვა გლობალური ორგანიზაციების კვლევებს.
ყველა ახალი ამბავი
0