საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია დაუგეგმავი შემოწმებების წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
ასოციაციის აზრით, ეს თავისუფალი მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობას ზღუდავს.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციამ უარყოფითად შეაფასა კანონში „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" დაგეგმილი ცვლილებები და მათი განხილვის შეჩერება მოითხოვა – სანამ პროცესში დარგის ექსპერტები არ ჩაერთვებიან.
კანონში „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" შედის ცვლილებები, რომლის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ექნება უფლებამოსილება, ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობა შესაბამისი სასამართლო ნებართვის გარეშე გააკონტროლოს.
როგორც ასოციაციაში აღნიშნეს, მაკონტროლებელ ორგანოს გაუჩნდება შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განახორციელოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი. ეს, ასოციაციის აზრით, შეზღუდავს თავისუფალი მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობას.

„დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო 24 საათის განმავლობაში შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. ამავდროულად, შუამდგომლობის წარდგენისას მაკონტროლებელმა უნდა დაასაბუთოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა", – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით კანონში შედის ცვლილებები, რომელთა თანახმად სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეძლებს კლინიკების პირდაპირ, სასამართლოს ნებართვის მიღების გარეშე შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქციაა პაციენტის უსაფრთხოებისა და მისი ინტერესების დაცვა. ამჟამად მოქმედი კანონით, როდესაც პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შედის მარეგულირებელ ორგანოში, მან სასამართლოს უნდა მიმართოს, აღნიშნავენ უწყებაში.
დარღვევისთვის კლინიკებს მეტი ჯარიმის გადახდა მოუწევთ>>
უფრო ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ცვლილებები საშუალებას იძლევა, ოპერატიულად მოხდეს რეაგირება მიმართვაზე, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0