https://sputnik-georgia.com/20230623/------278867388.html
დარღვევისთვის კლინიკებს მეტი ჯარიმის გადახდა მოუწევთ
დარღვევისთვის კლინიკებს მეტი ჯარიმის გადახდა მოუწევთ
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T12:00+0400
2023-06-23T12:00+0400
2023-06-23T20:12+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_82:108:2610:1530_1920x0_80_0_0_358e8c3307da268116393b2ebfed39b2.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში კლინიკებისთვის ჯარიმები იზრდება, განაცხადა სახელმწიფო პროგრამების რევიზიის კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ჯარიმების გაზრდასთან ერთად გაფართოვდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები. სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, დროულად მოახდინონ რეაგირება პაციენტების საჩივრებზე.ბოჭორიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია პაციენტის ინტერესების დაცვა, მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი.რა მნიშვნელოვანი სიახლე ემატება კანონს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"?>>>როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ დაწესებულებას არ ექნება სამედიცინო საქმიანობის შესაბამისი უფლება, 200-500 ლარის ნაცვლად 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრება, ხოლო ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისთვის – 15 ათასი ლარი. სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელონ ვიდეო- და ფოტოგადაღება, დალუქონ ნებისმიერი სამედიცინო დოკუმენტაცია, მოითხოვონ ექიმებისგან განმარტებები და ა.შ.შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტი რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.ცვლილებების მიღების შედეგად გახდება შესაძლებელი ოპერატიული რეაგირება მიმართვებზე, რომლებიც, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_414:132:2278:1530_1920x0_80_0_0_f12a989f28985bd0625e95fa90a90c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დარღვევისთვის კლინიკებს მეტი ჯარიმის გადახდა მოუწევთ
12:00 23.06.2023 (განახლებულია: 20:12 23.06.2023) საქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში კლინიკებისთვის ჯარიმები იზრდება, განაცხადა სახელმწიფო პროგრამების რევიზიის კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ჯარიმების გაზრდასთან ერთად გაფართოვდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები. სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, დროულად მოახდინონ რეაგირება პაციენტების საჩივრებზე.
ბოჭორიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია პაციენტის ინტერესების დაცვა, მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ დაწესებულებას არ ექნება სამედიცინო საქმიანობის შესაბამისი უფლება, 200-500 ლარის ნაცვლად 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრება, ხოლო ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისთვის – 15 ათასი ლარი.
სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელონ ვიდეო- და ფოტოგადაღება, დალუქონ ნებისმიერი სამედიცინო დოკუმენტაცია, მოითხოვონ ექიმებისგან განმარტებები და ა.შ.
„ყოველივე ეს ძალზე ეფექტურს გახდის სააგენტოს მუშაობას და, რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პაციენტებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტი რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.
პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.
ცვლილებების მიღების შედეგად გახდება შესაძლებელი ოპერატიული რეაგირება მიმართვებზე, რომლებიც, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდება.