https://sputnik-georgia.com/20230622/--------278838460.html
რა მნიშვნელოვანი სიახლე ემატება კანონს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"?
რა მნიშვნელოვანი სიახლე ემატება კანონს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"?
Sputnik საქართველო
იმ სამედიცინო დაწესებულების შესამოწმებლად, რომელსაც პაციენტი უჩივის, მნიშვნელოვანია ოპერატიულობა, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T12:54+0400
2023-06-22T12:54+0400
2023-06-22T18:54+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_0:0:3555:2001_1920x0_80_0_0_5b5ccf0a2753927f2b47f0f437cc013a.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. პაციენტის ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულების შემოწმება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მინისტრის თქმით, ეს იყო ერთადერთი დაუზუსტებელი ჩანაწერი კანონში და პარლამენტმა აღნიშნული ცვლილება პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამასთან, აზარაშვილის თქმით, უწყებას დღესაც საკმაო უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეამოწმოს კლინიკები, იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი თუ სხვა დარღვევები.პაციენტის მიმართვის შემდეგ სააგენტოს თანამშრომელმა კლინიკაში უნდა მოიპოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია – პაციენტის სამედიცინო ისტორია და ფორმა-100. შემდეგ დოკუმენტაცია ეგზავნება რეცენზენტს, რომელიც წერს დასკვნას და ამ დასკვნის განხილვა ხდება უკვე პროფესიული განვითარების საბჭოში. საბჭო წყვეტს, დაუშვა თუ არა შეცდომა ექიმმა, კლინიკამ და ა.შ.ჯარიმების გაზრდამ ხელი უნდა შეუწყოს პაციენტების უსაფრთხოებას - გაბუნია>>>ამჟამად მოქმედი კანონით კი, როცა საჩივარი შედის რეგულირების სააგენტოში, მან სასამართლოს უნდა მიმართოს.აქამდე პაციენტის მიმართვის თაობაზე სასამართლოდან შეტყობინება და დადგენილი 48-საათიანი ვადა კლინიკებს შესაძლებლობას აძლევდა სურვილისამებრ შეეცვალათ დოკუმენტაცია და ვითარების რეალური სურათი დაემალათ, აღნიშნა მინისტრმა.არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ პაციენტის ისტორია და ფორმა-100, რომელიც რეცენზენტამდე აღწევს, რბილად რომ ვთქვათ, იმდენად „შელამაზებულია", რომ სპეციალისტსაც კი უჭირს დასკვნის გამოტანა, შესაბამისად, პროფესიულ საბჭოს – გადაწყვეტილების გამოტანა.საქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტი რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.ცვლილებების მიღების შედეგად გახდება შესაძლებელი ოპერატიული რეაგირება მიმართვებზე, რომლებიც, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_58ad4a440a91092c6ffd9158a64525fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
რა მნიშვნელოვანი სიახლე ემატება კანონს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"?
12:54 22.06.2023 (განახლებულია: 18:54 22.06.2023) იმ სამედიცინო დაწესებულების შესამოწმებლად, რომელსაც პაციენტი უჩივის, მნიშვნელოვანია ოპერატიულობა, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. პაციენტის ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულების შემოწმება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მინისტრის თქმით, ეს იყო ერთადერთი დაუზუსტებელი ჩანაწერი კანონში და პარლამენტმა აღნიშნული ცვლილება პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამასთან, აზარაშვილის თქმით, უწყებას დღესაც საკმაო უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეამოწმოს კლინიკები, იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი თუ სხვა დარღვევები.
„სამწუხაროდ, ხშირად სიკვდილის ან მძიმე შემთხვევის, ან არასწორი დიაგნოზის დასმის, ან მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში მოქალაქეები მიმართავენ უწყებას და რეგულირების სააგენტოს თანამშრომელი მიდის კლინიკაში. აქ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ოპერატიულად მოხდეს კლინიკაში მისვლა“, – განაცხადა აზარაშვილმა.
პაციენტის მიმართვის შემდეგ სააგენტოს თანამშრომელმა კლინიკაში უნდა მოიპოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია – პაციენტის სამედიცინო ისტორია და ფორმა-100. შემდეგ დოკუმენტაცია ეგზავნება რეცენზენტს, რომელიც წერს დასკვნას და ამ დასკვნის განხილვა ხდება უკვე პროფესიული განვითარების საბჭოში. საბჭო წყვეტს, დაუშვა თუ არა შეცდომა ექიმმა, კლინიკამ და ა.შ.
ამჟამად მოქმედი კანონით კი, როცა საჩივარი შედის რეგულირების სააგენტოში, მან სასამართლოს უნდა მიმართოს.
აქამდე პაციენტის მიმართვის თაობაზე სასამართლოდან შეტყობინება და დადგენილი 48-საათიანი ვადა კლინიკებს შესაძლებლობას აძლევდა სურვილისამებრ შეეცვალათ დოკუმენტაცია და ვითარების რეალური სურათი დაემალათ, აღნიშნა მინისტრმა.
არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ პაციენტის ისტორია და ფორმა-100, რომელიც რეცენზენტამდე აღწევს, რბილად რომ ვთქვათ, იმდენად „შელამაზებულია", რომ სპეციალისტსაც კი უჭირს დასკვნის გამოტანა, შესაბამისად, პროფესიულ საბჭოს – გადაწყვეტილების გამოტანა.
„ეს 48-საათიანი ვადა და შეტყობინების ვალდებულება, რაც სასამართლოს აქვს, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებული სურათი გვქონდეს, რის საფუძველზეც გადაწყვეტილების მიღება თითქმის შეუძლებელია“, – განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტი რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.
პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.
ცვლილებების მიღების შედეგად გახდება შესაძლებელი ოპერატიული რეაგირება მიმართვებზე, რომლებიც, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება.