ჯარიმების გაზრდამ ხელი უნდა შეუწყოს პაციენტების უსაფრთხოებას - გაბუნია

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
ჯარიმების თანხა ამჟამად იმდენად ნომინალურია, რომ კლინიკას ბევრ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ურჩევნია, ვიდრე კონკრეტული დარღვევის აღმოსაფხვრელად თანხის დახარჯვა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებში დარღვევებისთვის ჯარიმებს პერვენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს და ხელი უნდა შეუწყოს პაციენტების უსაფრთხოებას, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯარიმების გაზრდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტარისას.
საქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შეტანილია პარლამენტში.

„საჯარიმო სანქციები დღესაც მოქმედებს, მაგრამ ჯარიმების ოდენობა იმდენად ნომინალურია, რომ კლინიკას ხშირ შემთხვევაში ურჩევნია, ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე გააკეთოს ინვესტიცია კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრის კუთხით. იგივე შეიძლება ითქვას ფარმაცევტული სექტორის შესახებ... ბუნებრივია, ეს ქმნის რისკის მატარებელ გარემოში კლინიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მეტ რისკებს პაციენტის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჯარიმებს პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, პრევენციული ეფექტის გასაძლიერებლად ცვლილებებით შეთავაზებულია ჯარიმების ოდენობის თითქმის გაორმაგება, ასევე მათი ერთ დონეზე დაფიქსირება.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე ლიცენზიისა და ნებართვის მოქმედების შეჩერების მექანიზმი.
კანონპროექტის თანახმად, ჯარიმა ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობისთვის 10 ათასის ნაცვლად 20 ათასი ლარი იქნება. სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე 1 ათასის ნაცვლად 2 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
საქართველოში საჩივრების საფუძველზე კლინიკების შემოწმება გამარტივდება>>
მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობა სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ასეთი შეტყობინების საფუძველზე საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში, დაისჯება 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით 1 ათასის ნაცვლად.
სამედიცინო დოკუმენტაციის გაფორმების წესების დარღვევა იურიდიული პირის მიერ, რომელიც სამედიცინო მომსახურებას ეწევა (თუ ეს არ არის ლიცენზია/ნებართვა/ტექნიკური რეგლამენტის პირობა), ითვალისწინებს 1 ათასი ლარით დაჯარიმებას (ნაცვლად ამჟამინდელი 300–500 ლარისა). ხელახლა დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 ათასი ლარი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0