საქართველოში საჩივრების საფუძველზე კლინიკების შემოწმება გამარტივდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიაშვილის კლინიკა
იაშვილის კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2023
გამოწერა
ცვლილებები შესაძლებელს გახდის სწრაფ რეაგირებას მოთხოვნებზე, რომლებიც მათ შორის სოციალური ქსელებში ვრცელდება, იმედოვნებენ ჯანდაცვის სამინისტროში
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომელიც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საშუალებას მისცემს შეამოწმოს კლინიკები დამოუკიდებლად, სასამართლოს ნებართვის გარეშე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქციაა პაციენტის უსაფრთხოებისა და მისი ინტერესების დაცვა. ამ დროს, როდესაც პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შედის მარეგულირებელ ორგანოში, ორგანომ უნდა მიმართოს სასამართლოს, აღნიშნავენ უწყებაში.
„ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილება 72 საათის განმავლობაში ხდება. ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვეღოს სასამართლოსგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკა გასაჩივრებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში კი იქმნება გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის ან სხვა ტიპის მტკიცებულებების გარკვეულწილად შეცვლას“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ცვლილებების მიღების შედეგად გახდება შესაძლებელი ოპერატიული რეაგირება მიმართვებზე, რომლებიც მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება.
თამარ გაბუნიას განცხადებით, სააგენტო შეამოწმებს ყველა იმ კლინიკას, რომლებზეც საქმიანობის განხორციელების ნებართვა გასცა, ეს ეხება მათ შორის კერძო კლინიკებს.
ყველა ახალი ამბავი
0