აჭარის მთებში ახალი მულტიფუნქციური ტურისტული სივრცე იხსნება

© courtesy of Chateau Kvirike„შატო კვირიკე"
„შატო კვირიკე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე პანორამული ხედით ოც კოტეჯს სახელი საქართველოს მწვერვალების პატივსაცემად ეწოდა.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. აჭარაში, კვირიკეს მთებში ტურისტული მულტიფუნქციური სივრცე გაჩნდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ბიზნეს-პარტნიორი".
პროექტის განხორციელება, რომელიც „შატო კვირიკეს" ერთგვარი გაგრძელებაა და რომელიც რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" წყალობით მოხერხდა. პროექტის ღირებულებაა 20 მლნ ლარი, აქედან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 მლნ ლარი გამოიყო.
მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი „შალე კვირიკე" ზღვის დონიდან 1050 მეტრ სიმაღლეზე და ზღვის სანაპიროდან 12 კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსში 20 კოტეჯია, რომლებსაც სახელები საქართველოს მწვერვალების პატივსაცემად ეწოდა.
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ისრაელისა და პოლონეთის მოსახლეობა გაეცნობა>>
მულტიფუნქციურ სივრცეში ასევე გაერთიანებულია მარნები, ვენახები, ღია აუზი და რესტორანი.
კომპლექსის გზაზე მდებარეობს კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია – ალიფაშას ისტორიული წყარო, ასევე საუკუნოვანი ტყე და ხის უნიკალური ჯიშები, მათ შორის ცნობილი უთხოვარის ხე.
ყველა ახალი ამბავი
0