https://sputnik-georgia.com/20230612/--------278484330.html
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ისრაელისა და პოლონეთის მოსახლეობა გაეცნობა
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ისრაელისა და პოლონეთის მოსახლეობა გაეცნობა
Sputnik საქართველო
აჭარის შესახებ მომზადებული მასალები ივნისში გამოქვეყნდება. 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T15:50+0400
2023-06-12T15:50+0400
2023-06-12T20:58+0400
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276019242_0:155:3092:1894_1920x0_80_0_0_281167241e462f007c9ad4b1a628da67.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ებრაელი და პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ, რომლებიც ქვეყანაში აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ისინი სტუმრობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხეს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები გასინჯეს, ფოლკლორ შოუს დაესწრნენ და ქედის ტურისტული ადგილები მოინახულეს. პრეს-ტურის ბოლოს ჟურნალისტებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.მედიატურის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და ისრაელის წამყვანი ვებ-პორტალების, ტელეარხების, რადიოს ჟურნალისტები და ცნობილი ბლოგერები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ივნისის განმავლობაში გამოქვეყნდება.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისთვის ინფოტურების ორგანიზებას აქტიურად აგრძელებს. მიმდინარე წელს აჭარაში იმყოფებოდნენ სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი ჟურნალისტები. 2022 წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276019242_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_068b7e20500b604858bfeb91c122ec9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ისრაელისა და პოლონეთის მოსახლეობა გაეცნობა
15:50 12.06.2023 (განახლებულია: 20:58 12.06.2023) აჭარის შესახებ მომზადებული მასალები ივნისში გამოქვეყნდება.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ებრაელი და პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ, რომლებიც ქვეყანაში აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
ისინი სტუმრობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხეს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები გასინჯეს, ფოლკლორ შოუს დაესწრნენ და ქედის ტურისტული ადგილები მოინახულეს.
პრეს-ტურის ბოლოს ჟურნალისტებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.
მედიატურის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და ისრაელის წამყვანი ვებ-პორტალების, ტელეარხების, რადიოს ჟურნალისტები და ცნობილი ბლოგერები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ივნისის განმავლობაში გამოქვეყნდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისთვის ინფოტურების ორგანიზებას აქტიურად აგრძელებს. მიმდინარე წელს აჭარაში იმყოფებოდნენ სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი ჟურნალისტები. 2022 წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.