გერმანია საქართველოს მწვანე წყალბადის გავრცელებისთვის 23 მლნ ევროს გამოუყოფს

© courtesy of Deutsche Botschaft Tiflis გერმანია საქართველოს მწვანე წყალბადის გავრცელებისთვის 23 მლნ ევროს გამოუყოფს
გერმანია საქართველოს მწვანე წყალბადის გავრცელებისთვის 23 მლნ ევროს გამოუყოფს - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
სულ გერმანია საქართველოს ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში პროექტების რეალიზაციისთვის 68 მილიონ ევროს გამოუყოფს.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. გერმანიის მთავრობა საქართველოს ბაზარზე „მწვანე" წყალბადის გავრცელებისთვის 23 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ამ საწვავის ტექნოლოგიის კუთხით პირველი საინვესტიციო პროექტი იქნება კავკასიის რეგიონში, აღნიშნულია საქართველოში გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
საქართველოსა და გერმანიის მთავრობები განვითარების პოლიტიკის სფეროში ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ენერგეტიკის გარდა, მხარეები სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. ღონისძიებების პაკეტი მომდევნო ორ წელიწადში 68 მლნ ევრომდე თანხას გულისხმობს.
მაგალითად, საელჩოს ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, უნდა გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისსა და ბათუმში და უნდა მოხდეს სპეციალისტთა გადამზადება ქართული კომპანიებისთვის.
„მწვანე" წყალბადი მიიღება წყლის ელექტროლიზით განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის გამოყენებით.
შეძლებს თუ არა საქართველო, გახდეს წყალბადის ექსპორტიორი?>>
მას აქვს დიდი პოტენციალი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, რადგან შეუძლია შეცვალოს წიაღისეული საწვავი იქ, სადაც დეკარბონიზაცია უფრო რთულია, მაგალითად, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში, ან ზოგიერთ სამრეწველო პროცესში.
„მწვანე" წყალბადს ასევე აქვს ენერგიის შენახვის სეზონური სისტემის დიდი პოტენციალი.
საქართველომ და გერმანიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით. მოქმედებს 50-ზე მეტი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, თავდაცვის, საგადასახადო, დანაშაულთან ბრძოლის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 34,7%-ით გაიზარდა და 741,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0