https://sputnik-georgia.com/20230621/qartuli-kompaniebi-korporaciuli-mdgradobis-standartebs-danergaven-278770260.html
ქართული კომპანიები კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებს დანერგავენ
ქართული კომპანიები კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებს დანერგავენ
Sputnik საქართველო
დოკუმენტი მიმართულია სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისკენ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის... 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T10:07+0400
2023-06-21T10:07+0400
2023-06-21T15:59+0400
საქართველოს ეკონომიკა
გაერო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272407825_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_e77867f625397913a1aeb30470a745ef.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ (BAG) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვას, ნათქვამია BAG-ის განცხადებაში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს BAG-ის დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მიესალმება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სახის თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საერთო ხედვებისა და ამოცანების განხორციელებაზე. BAG-ის ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრების წახალისებას და მხარეებს შორის თანამშრომლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიმართულებით. მემორანდუმის საფუძველზე ბიზნეს-ასოციაცია და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საკუთარი პასუხისმგებლობების ფარგლებში იმუშავებენ ორმხრივად სასარგებლო კორპორაციული მდგრადობის წამახალისებელი აქტივობების განსახორციელებლად და შეიმუშავებენ მხარდაჭერის მექანიზმებს.ბიზნეს-ასოციაცია: საქართველოში საქმიანი კლიმატი გაუმჯობესდა>> კორპორაციული მდგრადობა – ეს არის მიდგომა, რომელიც დაინტერესებული მხარეებისთვის ხანგრძლივ ფასეულობას ქმნის ბიზნეს-სტრატეგიის რეალიზაციის გზით, რომელიც ითვალისწინებს ყველა ასპექტს იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი ეთიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 ათასზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272407825_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_9f847ac623a6eba9bf1a34de6b00892c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, გაერო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველოს ეკონომიკა, გაერო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო
ქართული კომპანიები კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებს დანერგავენ
10:07 21.06.2023 (განახლებულია: 15:59 21.06.2023) დოკუმენტი მიმართულია სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისკენ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვას.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ (BAG) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვას, ნათქვამია BAG-ის განცხადებაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს BAG-ის დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.
„მემორანდუმი ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის კომპონენტის გაძლიერებას წაახალისებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პროდუქტიული იქნება", – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მიესალმება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სახის თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საერთო ხედვებისა და ამოცანების განხორციელებაზე.
BAG-ის ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრების წახალისებას და მხარეებს შორის თანამშრომლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიმართულებით.
მემორანდუმის საფუძველზე ბიზნეს-ასოციაცია და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საკუთარი პასუხისმგებლობების ფარგლებში იმუშავებენ ორმხრივად სასარგებლო კორპორაციული მდგრადობის წამახალისებელი აქტივობების განსახორციელებლად და შეიმუშავებენ მხარდაჭერის მექანიზმებს.
კორპორაციული მდგრადობა – ეს არის მიდგომა, რომელიც დაინტერესებული მხარეებისთვის ხანგრძლივ ფასეულობას ქმნის ბიზნეს-სტრატეგიის რეალიზაციის გზით, რომელიც ითვალისწინებს ყველა ასპექტს იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი ეთიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში.
გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 ათასზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა.