https://sputnik-georgia.com/20230621/-----278767115.html
გაფიცულებმა მეშახტეებმა კომპანიას მოთხოვნები წაუყენეს
გაფიცულებმა მეშახტეებმა კომპანიას მოთხოვნები წაუყენეს
Sputnik საქართველო
მეშახტეებმა განაცხადეს, რომ პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T00:00+0400
2023-06-21T00:00+0400
2023-06-21T00:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278759844_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_1b67febfe20e856dcb6520be2ce6b6e0.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა გაფიცულმა მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობის შემდეგ კომპანია Georgian Manganese Holding-ის ოფისთან თავისი მოთხოვნები გააჟღერეს.საპროტესტო აქცია ჭიათურაში მე-15 დღეა გრძელდება. საწარმოო პროცესი მთლიანად შეჩერებულია. გუშინ რამდენიმე გაფიცული მაღაროელი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, მაშინ, როცა კომპანია მათ ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდას ჰპირდება.მისი თქმით, პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოსვლის შემდეგ მაღაროელები რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან დაბრუნდნენ, სადაც ორშაბათს კარვები გაშალეს.მიქაცაძის თქმით, ისინი ბრუნდებიან პარლამენტთან, მათ უნდა გააგონონ ხმა ადამიანებს, რომლების აირჩიეს და მანდატი ანდეს. პირველ რიგში უნდა იყოს დაცული შრომის უფლება, განაცხადა მან.როგორც მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელმა თემურ სურამელაშვილმა განაცხადა, ის 5%, რასაც დამსაქმებელი მაღაროელებს სთავაზობს, ეს არის არა სახელფასო დანამატი, არამედ ეს არის ინფლაციით გამოწვეული ინდექსაცია ხელფასის, რომელიც პროფკავშირთან დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.მაღაროელთა პროტესტი - აქციის მონაწილეებმა თბილისში მსვლელობა გამართეს >>კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278759844_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6bcd315aab8962288ae41e2e30b72032.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
გაფიცულებმა მეშახტეებმა კომპანიას მოთხოვნები წაუყენეს
მეშახტეებმა განაცხადეს, რომ პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა გაფიცულმა მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობის შემდეგ კომპანია Georgian Manganese Holding-ის ოფისთან თავისი მოთხოვნები გააჟღერეს.
საპროტესტო აქცია ჭიათურაში მე-15 დღეა გრძელდება. საწარმოო პროცესი მთლიანად შეჩერებულია. გუშინ რამდენიმე გაფიცული მაღაროელი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, მაშინ, როცა კომპანია მათ ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდას ჰპირდება.
„ვითხოვთ, რომ თითოეული მაღაროელი ჩათვალონ ღირსეულ ადამიანად. გვაქვს მიზერული მოთხოვნები, რომლებზეც 2019 წელსაც ვსაუბრობდით და მაშინაც მოგვატყუა კომპანიამ. ჩვენი მოთხოვნებია ხელფასის მატება 20 პროცენტით, ნორმალური, სუფთა ქალაქი და სამედიცინო დაზღვევა. ხელფასის 5-პროცენტიანი მატება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა, ტარიელ მიქაცაძემ.
მისი თქმით, პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოსვლის შემდეგ მაღაროელები რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან დაბრუნდნენ, სადაც ორშაბათს კარვები გაშალეს.
მიქაცაძის თქმით, ისინი ბრუნდებიან პარლამენტთან, მათ უნდა გააგონონ ხმა ადამიანებს, რომლების აირჩიეს და მანდატი ანდეს. პირველ რიგში უნდა იყოს დაცული შრომის უფლება, განაცხადა მან.
როგორც მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელმა თემურ სურამელაშვილმა განაცხადა, ის 5%, რასაც დამსაქმებელი მაღაროელებს სთავაზობს, ეს არის არა სახელფასო დანამატი, არამედ ეს არის ინფლაციით გამოწვეული ინდექსაცია ხელფასის, რომელიც პროფკავშირთან დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.