https://sputnik-georgia.com/20230620/emaar-properties-damfuznebeli-raribasvils-sexvda-278736080.html
Emaar Properties-ის დამფუძნებელი საქართველოს პრემიერს შეხვდა
Emaar Properties-ის დამფუძნებელი საქართველოს პრემიერს შეხვდა
Sputnik საქართველო
მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები კონკრეტული პროექტების შესასწავლად საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ. 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T13:56+0400
2023-06-20T13:56+0400
2023-06-20T18:12+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მთავრობა
თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობა
თბილისი დღეს
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278733404_0:66:1280:787_1920x0_80_0_0_3b3d24ae5395533274e9e1fd57c564c4.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველო მიესალმება ინვესტიციებს დეველოპერული კომპანია Emaar Properties-ის მხრიდან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის დამფუძნებელთან და მმართველ დირექტორთან მოჰამედ ალი რაშედ ალ-აბართან შეხვედრაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.კომპანიის წარმომადგენლები კონკრეტული პროექტების შესასწავლად საქართველოში არაერთხელ იმყოფებოდნენ.შეხვედრა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.როდიდან შეძლებენ საქართველო და საამიროები თავისუფალ ვაჭრობას - მოლაპარაკებები დასრულდა>>არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".თბილისში დაიწყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესმენთა ფორუმი>>საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278733404_603:171:1249:655_1920x0_80_0_0_11bbfab537a799e3d4c94d023133981f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს მთავრობა , თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობა , თბილისი დღეს, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს მთავრობა , თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობა , თბილისი დღეს, არაბთა გაერთიანებული საამიროები
Emaar Properties-ის დამფუძნებელი საქართველოს პრემიერს შეხვდა
13:56 20.06.2023 (განახლებულია: 18:12 20.06.2023) მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები კონკრეტული პროექტების შესასწავლად საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველო მიესალმება ინვესტიციებს დეველოპერული კომპანია Emaar Properties-ის მხრიდან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის დამფუძნებელთან და მმართველ დირექტორთან მოჰამედ ალი რაშედ ალ-აბართან შეხვედრაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
კომპანიის წარმომადგენლები კონკრეტული პროექტების შესასწავლად საქართველოში არაერთხელ იმყოფებოდნენ.
შეხვედრა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.