https://sputnik-georgia.com/20230317/tavisuafli-vawroba-saqartvelosa-da-saamiroebs-soris-molaparakebebi-dasrulda-275880040.html
როდიდან შეძლებენ საქართველო და საამიროები თავისუფალ ვაჭრობას - მოლაპარაკებები დასრულდა
როდიდან შეძლებენ საქართველო და საამიროები თავისუფალ ვაჭრობას - მოლაპარაკებები დასრულდა
Sputnik საქართველო
შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიან, მაღალ... 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T21:02+0400
2023-03-17T21:02+0400
2023-03-17T22:42+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275879106_0:183:2000:1308_1920x0_80_0_0_7d87966373effd22c8611a272111ddbb.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისში დასრულდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მესამე, დასკვნითი ეტაპი, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.ერთობლივ განცხადებას ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.„რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ტარიფების გარეშე ვაჭრობის საკითხებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.მინისტრის თქმით, ინვესტიციების დაცვის დოკუმენტთან ერთად ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და წინაპირობა იქნება, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს.არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიან, მაღალ მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს.თბილისში დაიწყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესმენთა ფორუმი>>შეთანხმება მოიცავს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არაერთ სფეროსა და საკითხს – საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობის საკითხებს და სხვ.ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი 2023 წლის 15–17 მარტს თბილისში გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს თბილისში, ხოლო მეორე რაუნდი – 2022 წლის დეკემბერში დუბაიში გაიმართა.მსხვილი არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირების პერსპექტივით დაინტერესდა>>საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.საქონელბრუნვამ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებს შორის 2022 წელს 314 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 108,8%-ით მეტია.გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275879106_179:167:1733:1333_1920x0_80_0_0_67bc12f36e42bf6874c553cf93a60a46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , თბილისი დღეს
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , თბილისი დღეს
როდიდან შეძლებენ საქართველო და საამიროები თავისუფალ ვაჭრობას - მოლაპარაკებები დასრულდა
21:02 17.03.2023 (განახლებულია: 22:42 17.03.2023) შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიან, მაღალ მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისში დასრულდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მესამე, დასკვნითი ეტაპი, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ერთობლივ განცხადებას ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით – დავასრულეთ მოლაპარაკება ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები დაიწყება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ტარიფების გარეშე ვაჭრობის საკითხებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ინვესტიციების დაცვის დოკუმენტთან ერთად ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და წინაპირობა იქნება, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიან, მაღალ მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს.
შეთანხმება მოიცავს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არაერთ სფეროსა და საკითხს – საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობის საკითხებს და სხვ.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი 2023 წლის 15–17 მარტს თბილისში გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს თბილისში, ხოლო მეორე რაუნდი – 2022 წლის დეკემბერში დუბაიში გაიმართა.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
საქონელბრუნვამ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებს შორის 2022 წელს 314 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 108,8%-ით მეტია.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.