https://sputnik-georgia.com/20230310/arabuli-kompania-saqartvelosi-investirebit-dainteresda-275653531.html
მსხვილი არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირების პერსპექტივით დაინტერესდა
მსხვილი არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირების პერსპექტივით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
Emaar Properties და Eagle Hills არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი დეველოპერული კომპანიებია. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T10:46+0400
2023-03-10T10:46+0400
2023-03-10T17:19+0400
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275649333_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_bb10f0bca429f4d8ad6c85630c12d638.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და კურორტების განვითარების დიდი პოტენციალი გააცნო მსხვილ არაბულ ინვესტორს, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში. ღარიბაშვილი გუშინ Eagle Hills-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი მოჰამედ აბდულა ალსაიეს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომლებშიც არაბმა ბიზნესმენმა ინვესტირების სურვილი გამოთქვა. Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს. Emaar Properties ოპერირებს აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში. Eagle hills კი არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს 9 ქვეყანაში 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული. ღარიბაშვილმა დუბაიში გამართულ სამიტზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა>>არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „დოკუმენტს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პირობების თაობაზე". საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში. გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275649333_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_0b2daef1aa7576761c254475c83ff2d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
მსხვილი არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირების პერსპექტივით დაინტერესდა
10:46 10.03.2023 (განახლებულია: 17:19 10.03.2023) Emaar Properties და Eagle Hills არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი დეველოპერული კომპანიებია.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და კურორტების განვითარების დიდი პოტენციალი გააცნო მსხვილ არაბულ ინვესტორს, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
ღარიბაშვილი გუშინ Eagle Hills-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი მოჰამედ აბდულა ალსაიეს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომლებშიც არაბმა ბიზნესმენმა ინვესტირების სურვილი გამოთქვა.
Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს. Emaar Properties ოპერირებს აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში.
Eagle hills კი არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს 9 ქვეყანაში 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „დოკუმენტს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პირობების თაობაზე".
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.