საქართველოს მთავრობა დემოგრაფიულ პრობლემებზე მუშაობას იწყებს

© Government of Georgiaდემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი სხდომა
დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
მთავრობა გეგმავს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რაც ყველაზე მეტად მისაღები იქნება ქვეყნისთვის.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრების მოადგილეებისგან დაკომპლექტდება, უმოკლეს ვადაში მოამზადებს ღონისძიებათა კონკრეტულ პაკეტს საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციების გასაუმჯობესებლად, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას, რაც გამოწვეულია შობადობის შემცირებით და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით. სამშაბათს, 20 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

„პაკეტი ორიენტირებული იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რათა ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სამუშაო ჯგუფი მოამზადებს ღონისძიებების ისეთ პაკეტს, რომელიც ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნება ქვეყნისთვის, აღნიშნა მან.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმსჯელეს ზომებზე, რეკომენდაციებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს დემოგრაფიის გაუმჯობესებას. ასევე განიხილეს ინიციატივები, რომლებიც არსებობს ჯანდაცვის, დასაქმების, განსახლებისა და მიგრაციის მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
© Sputnikსაქართველოს მოსახლეობა: რიცხოვნობა
საქართველოს მოსახლეობა: რიცხოვნობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
საქართველოს მოსახლეობა: რიცხოვნობა
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.736,4 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით მეტია.
2022 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის უარყოფითი მონაცემი (–6.799) და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო (–54.509).
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის ასაკის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 20,7%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი მოსახლეობა (15-64 წელი) – 63,8%-ს, ხოლო 65 წლისა და მის ზემოთ მოსახლეობა – 15,6%-ს.
ყველა ახალი ამბავი
0