კობახიძე: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ წააგებს არჩევნებს

© photo: Sputnik / Stringerსცენა ენმ-ის ოფისთან
სცენა ენმ-ის ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებაში, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. „რადიკალური ოპოზიცია“ - ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. საქართველო“.
მცირე პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ორი კვირის წინ გამოაცხადა. დღეს კი ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება იხილავს „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ „ან გაერთიანებას ან დიდ ერთობას“.
გასულ კვირაში სწორედ ყველა ეროვნული და ევროპული ძალის, პირველ რიგში კი „ნაცმოძრაობის" გაერთიანების მოწოდებით დააანონსა ქართულ პოლიტიკაში აქტიური დაბრუნება მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც დააარსეს ორმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ვაშაძის „აღმაშენებლის სტრატეგიას“, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“.
„სინამდვილეში, მთელი რადიკალური ოპოზიცია „ნაცმოძრაობაა“. ხელოვნურად, ფორმალურად არიან დაყოფილი თითქოს პარტიებად, მაგრამ მთლიანობაში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და მათ აქვთ საერთო მომავალი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა შეინარჩუნოს და გაზარდოს საზოგადოების მხარდაჭერა.
„ჩვენ დღეისათვის გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოებაში, ჩვენთვის მთავარია, ეს მხარდაჭერა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ, რისი ყველანაირი რესურსიც არსებობს“, - აღნიშნა კობახიძემ.
დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის >>
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.

2024 წლის არჩევნები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ყველა ახალი ამბავი
0