https://sputnik-georgia.com/20230618/soso-maisuradze-daakaves-278674672.html
თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე: ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე: ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვინმე სოსო მაისურაძე, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა. 18.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-18T09:25+0400
2023-06-18T09:25+0400
2023-06-23T15:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458118_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a6bb04e489c6f0d621a8b029a31bd8ee.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“ შსს-ზე დაყრდნობით.შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვინმე სოსო მაისურაძე, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.შაბათს დილით ჯაფარიძე თანაპარტიელებთან ერთად თბილისიდან ბორჯომში ახალგაზრდულ ბანაკში ლექციის წასაკითხად მიემგზავრებოდა.ვინ სცემა გორში ზურაბ ჯაფარიძე? - რეაქციები ინციდენტზე >>ისინი გზად გორის „სმარტთან“ გაჩერდნენ, რა დროსაც მანქანაში მარტო დარჩენილ ზურაბ ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა. პარტიის ლიდერმა დაზიანებები თვალის არეში მიიღო. ზურაბ ჯაფარიძემ ბორჯომისკენ გზა აღარ გააგრძელა და პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა განცხადების დასაწერად.ამის შემდეგ კი კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა ქვები, კვერცხები და საღებავი დაუშინეს ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე ბანაკს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტმა“ გახსნა.ბანაკთან დაკავშირებულ ინციდენტის ფაქტზე მეორე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458118_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_8cfc059f16bc35f21dc47a6b4a6ab223.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე: ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
09:25 18.06.2023 (განახლებულია: 15:46 23.06.2023) შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვინმე სოსო მაისურაძე, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“ შსს-ზე დაყრდნობით.
შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვინმე სოსო მაისურაძე, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.
შაბათს დილით ჯაფარიძე თანაპარტიელებთან ერთად თბილისიდან ბორჯომში ახალგაზრდულ ბანაკში ლექციის წასაკითხად მიემგზავრებოდა.
ისინი გზად გორის „სმარტთან“ გაჩერდნენ, რა დროსაც მანქანაში მარტო დარჩენილ ზურაბ ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა. პარტიის ლიდერმა დაზიანებები თვალის არეში მიიღო. ზურაბ ჯაფარიძემ ბორჯომისკენ გზა აღარ გააგრძელა და პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა განცხადების დასაწერად.
ამის შემდეგ კი კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა ქვები, კვერცხები და საღებავი დაუშინეს ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე ბანაკს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტმა“ გახსნა.
ბანაკთან დაკავშირებულ ინციდენტის ფაქტზე მეორე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლით.