ვინ სცემა გორში ზურაბ ჯაფარიძე? - რეაქციები ინციდენტზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2023
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის ლიდერს ფიზიკურად გორის სმარტტან გაუსწორდნენ. ის ბორჯომში ახალჰგაზრდულ ბანაკში ლექციის წასაკიტხად მიდიოდა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გორში მცხოვრები სოსო მაისურაძე იწმუნება, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გორის სმარტთან დღეს ფიზიკურად ის გაუსწორდა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი თანაპარტიელებთან ერთად ბორჯომში მიდიოდა, სადაც ახალგაზრდულ ბანაკში ტრენინგის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი. ისინი გზად გორის „სმარტთან“ გაჩერდნენ, რა დროსაც მანქანაში მარტო დარჩენილ ზურაბ ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა. პარტიის ლიდერმა დაზიანებები თვალის არეში მიიღო. ზურაბ ჯაფარიძემ ბორჯომისკენ გზა აღარ გააგრძელა და პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა განცხადების დასაწერად.
„მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის, იცემა იმ საქციელისთვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს. არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“, – დაწერა სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში.
ამის პარალელურად ხმაური იყო ბორჯომში. სასტუმროში სადაც გირჩის ლიდერს ელოდნენ.
პარტიის წევრის ანა ყურაშვილის ცნობით, შენობაში, სადაც ახალგაზრდებისთვის ტრენინგი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ქვების სროლა დაიწყეს.
„ახლა, 60 ორკი მიუვარდა ჩვენს ბავშვებს ბანაკში, სადაც კადრებში ასევე ჩანს ვატო შაქარიშვილი“, - დაწერა ანა ყურაშვილმა სოციალურ ქსელში.
თავად ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ ამ პირების მხრიდან ახალგაზრდების მისამართით მუქარები ისმოდა.
„ბავშვებს მიუვარდნენ ბანაკში ორკები. თუ არ წახვალთ, საღამოს უარესს დაგმართებთო, ემუქრებიან ბავშვებს“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ და მათი ფოტოები გამოაქვეყნა.
ვატო შაქარაშვილმა, რომელიც კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერია, მოგვიანებით განაცხადა, რომ სასტუმროსთან მისი მოძრაობის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.
„არანაირ ძალადობას არ ქონია ადგილი, ეს იყო ყველაფერი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“- განაცხადა შაქარაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც და კატეგორიულად დაფმო აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმა.
„ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელკებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი.
ბორჯომში სიტუაცია ამ დროსითვის უკვე განმუხტულია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ კი ჩაშლილი ლექციის ჩატარებას დღეს საღამოს თავისუფლების მოედანზე გეგმავს.
იმავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ არც ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებულ და არც ბორჯომში მომხდარ ინციდენტებზე.
ყველა ახალი ამბავი
0