https://sputnik-georgia.com/20230617/saqartvelosi-patimrebistvis-wesebi-icvleba-parlamentma-proeqtis-ganxilva-daiwyo-278665295.html
საქართველოში პატიმრებისთვის წესები იცვლება - პარლამენტმა პროექტის განხილვა დაიწყო
საქართველოში პატიმრებისთვის წესები იცვლება - პარლამენტმა პროექტის განხილვა დაიწყო
Sputnik საქართველო
კანონპროექტის თანახმად, პენიტენციური სისტემის სპეციალური ქვედანაყოფებისთვის არსებული შეღავათები ციხეების ყველა თანამშრომელზე გავრცელდება 17.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-17T14:00+0400
2023-06-17T14:00+0400
2023-06-17T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
სპეციალური პენიტენციური სამსახური
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პატიმრობის შესახებ განახლებული კოდექსის პროექტი, რომელსაც ექნება სახელწოდება „პენიტენციური კოდექსი". ის ითვალისწინებს სიახლეებს პატიმრებისთვის, რომლებიც სასჯელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიან.პირველი მოსმენა ითვალისწინებდა პროექტის იდეის დამტკიცებას, კანონმდებლობის ცვლილებებზე ძირითადი მუშაობა მეორე მოსმენით განხილვისას წარიმართება.განახლებული კოდექსი ითვალისწინებს თავად სასჯელის აღსრულების სისტემის რეფორმას და შეეხება როგორც თანამშრომლებს, ისე პატიმრებს.ღარიბაშვილი: საქართველოში წამება და ტანჯვა აღარ დაბრუნდება >>კერძოდ, უქმდება სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო სამსახურებად დაყოფა. პენიტენციური სისტემის სპეციალური ქვედანაყოფებისთვის არსებული შეღავათები ციხეების ყველა თანამშრომელზე გავრცელდება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო უზრუნველყოფასა და კომპენსაციებს, ისე დაზღვევას, განათლებისა და წოდებების მოთხოვნებს.ამასთან, ყველა თანამშრომლისთვის იმოქმედებს ერთნაირი წესები, რაც ეხება საპროტესტო აქციებში, წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობას, პოლიტიკურ აქტიურობას და ა.შ.სასჯელაღსრულების სისტემის ყველა თანამშრომლის ხელფასი დაირიცხება თანამდებობის, წოდებისა და მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით. დანარჩენი სიახლეები შეეხება უშუალოდ ციხეებსა და პატიმრობის წესებს.საქართველოს ყველა ციხეში 2026 წლისთვის თითოეულ პატიმარზე გათვალისწინებული იქნება აუცილებელი 4 კვადრატული მეტრი 3-ის ნაცვლად, როგორც ეს დღეს მოქმედ კანონმდებლობაშია გაწერილი.გარდა ამისა, ყველა ციხეში იქნება სპეციალური ოთახები კამერებისა და მოსასმენი სისტემების გარეშე, სადაც პატიმრები შეძლებენ შეხვედრას სახალხო დამცველთან ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებთან. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება შეხვედრების უსაფრთხოება.აკრძალული იქნება პატიმრების თვალთვალი ციხეების საერთო საშხაპეებსა და ტუალეტებში. გამონაკლისი იქნება შემთხვევები, როდესაც სახეზეა თვითმკვლელობის ან თავის დაზიანების რისკი პატიმრის მხრიდან.ასევე პატიმრების წინააღმდეგ დახურულ სივრცეებში აღარ გამოიყენებენ ცრემლსადენ გაზს, მისი გამოყენება აიკრძალება უკვე დაკავებული პატიმრების წინააღმდეგ.სიახლეები ციხეებშიპატიმრებისთვის დაწესდება პაემნების ახალი წესები. 2025 წლიდან ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნება ყველა პატიმარს, გარდა სამარტოო საკანში მყოფი და სამ თვეზე ნაკლებ დროში შემოსული პატიმრებისა.პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან განსაკუთრებული რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხეში, წელიწადში ორჯერ ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის უფლება ექნებათ. პატიმრებს ასევე ექნებათ უფლება, ერთი სახის პაემანი მეორეზე გაცვალონ. ყველა პაემანი უფასო იქნება.სიახლე შეეხება სატელეფონო ზარებსაც: ციხეების მიერ დადგენილი ამჟამინდელი მაქსიმალური ლიმიტები მინიმალურად იქნება აღიარებული. პატიმრები ასევე შეძლებენ დარეკვას და მიმოწერას პატიმარ ნათესავებთან.ამასთან, პატიმრების ნათესავებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ უარი თქვან წერილების, გზავნილებისა და ზარების მიღებაზე ციხეებიდან. ამ დროისათვის კანონით ასეთი უფლებით მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები სარგებლობენ.კიდევ ერთი სიახლე პატიმრებისთვის იქნება ტელევიზორის ან რადიომიმღების თავისუფლად შეძენის უფლება ციხის მაღაზიაში.ამჟამად ამისთვის ციხის უფროსის ნებართვაა საჭირო. თუმცა, მსჯავრდებულს შეიძლება ჩამოერთვას ნივთი, თუ ის ხელს უშლის თანამესაკნეებს. მის ტელევიზორს ან რადიომიმღებს ნათესავებს გადასცემენ.ასევე შეიცვლება პატიმრების განთავსების ვადა თავისუფლებაზე გასვლის მოსამზადებელ ციხეში. ახლა ყველა პატიმარი, მათ შორის ქალებიც, იქ გათავისუფლებამდე ერთი წლით ადრე გადავა.ასევე ყველა პატიმარი, გარდა განსაკუთრებული რისკის ციხეში მყოფისა, მიიღებს ციხეში უმაღლესი განათლების მიღების უფლებას. ის შეიძლება იყოს წერილობითი (უმაღლესი სასწავლებელი გზავნის სასწავლო ლიტერატურის სიას დამოუკიდებლად შესწავლისა და გამოცდების ჩაბარებისთვის) ან დისტანციური (ონლაინ, კომპიუტერის მეშვეობით).გათავისუფლების შემდეგ პატიმრებს ზედამხედველობას გაუწევს პრობაციის ბიურო, რომელიც ინფორმაციას მიიღებს პატიმრის ადგილმდებარეობის, მისი შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრის მერე ამოქმედდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოში პატიმრებისთვის წესები იცვლება - პარლამენტმა პროექტის განხილვა დაიწყო
კანონპროექტის თანახმად, პენიტენციური სისტემის სპეციალური ქვედანაყოფებისთვის არსებული შეღავათები ციხეების ყველა თანამშრომელზე გავრცელდება
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პატიმრობის შესახებ განახლებული კოდექსის პროექტი, რომელსაც ექნება სახელწოდება „პენიტენციური კოდექსი". ის ითვალისწინებს სიახლეებს პატიმრებისთვის, რომლებიც სასჯელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიან.
პირველი მოსმენა ითვალისწინებდა პროექტის იდეის დამტკიცებას, კანონმდებლობის ცვლილებებზე ძირითადი მუშაობა მეორე მოსმენით განხილვისას წარიმართება.
განახლებული კოდექსი ითვალისწინებს თავად სასჯელის აღსრულების სისტემის რეფორმას და შეეხება როგორც თანამშრომლებს, ისე პატიმრებს.
კერძოდ, უქმდება სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო სამსახურებად დაყოფა. პენიტენციური სისტემის სპეციალური ქვედანაყოფებისთვის არსებული შეღავათები ციხეების ყველა თანამშრომელზე გავრცელდება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო უზრუნველყოფასა და კომპენსაციებს, ისე დაზღვევას, განათლებისა და წოდებების მოთხოვნებს.
ამასთან, ყველა თანამშრომლისთვის იმოქმედებს ერთნაირი წესები, რაც ეხება საპროტესტო აქციებში, წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობას, პოლიტიკურ აქტიურობას და ა.შ.
სასჯელაღსრულების სისტემის ყველა თანამშრომლის ხელფასი დაირიცხება თანამდებობის, წოდებისა და მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით. დანარჩენი სიახლეები შეეხება უშუალოდ ციხეებსა და პატიმრობის წესებს.
საქართველოს ყველა ციხეში 2026 წლისთვის თითოეულ პატიმარზე გათვალისწინებული იქნება აუცილებელი 4 კვადრატული მეტრი 3-ის ნაცვლად, როგორც ეს დღეს მოქმედ კანონმდებლობაშია გაწერილი.
გარდა ამისა, ყველა ციხეში იქნება სპეციალური ოთახები კამერებისა და მოსასმენი სისტემების გარეშე, სადაც პატიმრები შეძლებენ შეხვედრას სახალხო დამცველთან ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებთან. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება შეხვედრების უსაფრთხოება.
აკრძალული იქნება პატიმრების თვალთვალი ციხეების საერთო საშხაპეებსა და ტუალეტებში. გამონაკლისი იქნება შემთხვევები, როდესაც სახეზეა თვითმკვლელობის ან თავის დაზიანების რისკი პატიმრის მხრიდან.
ასევე პატიმრების წინააღმდეგ დახურულ სივრცეებში აღარ გამოიყენებენ ცრემლსადენ გაზს, მისი გამოყენება აიკრძალება უკვე დაკავებული პატიმრების წინააღმდეგ.
პატიმრებისთვის დაწესდება პაემნების ახალი წესები. 2025 წლიდან ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნება ყველა პატიმარს, გარდა სამარტოო საკანში მყოფი და სამ თვეზე ნაკლებ დროში შემოსული პატიმრებისა.
პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან განსაკუთრებული რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხეში, წელიწადში ორჯერ ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის უფლება ექნებათ. პატიმრებს ასევე ექნებათ უფლება, ერთი სახის პაემანი მეორეზე გაცვალონ. ყველა პაემანი უფასო იქნება.
ამავე დროს ვიდეოპაემნების რაოდენობა ჩვეულებრივი პატიმრებისთვის გაიზრდება – 10 დღეში ერთხელ ვიდეოპაემნის სახით. ხანგრძლივობა იქნება მაქსიმუმ 15 წუთი. ამჟამად ვადებსა და დროს თითოეული ციხე თვითონ საზღვრავს.
სიახლე შეეხება სატელეფონო ზარებსაც: ციხეების მიერ დადგენილი ამჟამინდელი მაქსიმალური ლიმიტები მინიმალურად იქნება აღიარებული. პატიმრები ასევე შეძლებენ დარეკვას და მიმოწერას პატიმარ ნათესავებთან.
ამასთან, პატიმრების ნათესავებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ უარი თქვან წერილების, გზავნილებისა და ზარების მიღებაზე ციხეებიდან. ამ დროისათვის კანონით ასეთი უფლებით მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები სარგებლობენ.
კიდევ ერთი სიახლე პატიმრებისთვის იქნება ტელევიზორის ან რადიომიმღების თავისუფლად შეძენის უფლება ციხის მაღაზიაში.
ამჟამად ამისთვის ციხის უფროსის ნებართვაა საჭირო. თუმცა, მსჯავრდებულს შეიძლება ჩამოერთვას ნივთი, თუ ის ხელს უშლის თანამესაკნეებს. მის ტელევიზორს ან რადიომიმღებს ნათესავებს გადასცემენ.
კანონში ოფიციალურად გაჩნდება სრულწლოვანი პატიმრების სამჯერადი კვების უზრუნველყოფის ვალდებულება, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული.
ასევე შეიცვლება პატიმრების განთავსების ვადა თავისუფლებაზე გასვლის მოსამზადებელ ციხეში. ახლა ყველა პატიმარი, მათ შორის ქალებიც, იქ გათავისუფლებამდე ერთი წლით ადრე გადავა.
ასევე ყველა პატიმარი, გარდა განსაკუთრებული რისკის ციხეში მყოფისა, მიიღებს ციხეში უმაღლესი განათლების მიღების უფლებას. ის შეიძლება იყოს წერილობითი (უმაღლესი სასწავლებელი გზავნის სასწავლო ლიტერატურის სიას დამოუკიდებლად შესწავლისა და გამოცდების ჩაბარებისთვის) ან დისტანციური (ონლაინ, კომპიუტერის მეშვეობით).
გათავისუფლების შემდეგ პატიმრებს ზედამხედველობას გაუწევს პრობაციის ბიურო, რომელიც ინფორმაციას მიიღებს პატიმრის ადგილმდებარეობის, მისი შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრის მერე ამოქმედდება.