https://sputnik-georgia.com/20230616/ocnebasi-saakasvilis-gegmebi-seafases-mdinaraze-278655319.html
„წმინდა წყლის მდარე ფეიკ-პიარია“ - „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის გეგმები შეაფასეს
„წმინდა წყლის მდარე ფეიკ-პიარია“ - „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის გეგმები შეაფასეს
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს. 16.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-16T19:04+0400
2023-06-16T19:04+0400
2023-06-16T22:20+0400
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263582238_626:0:4267:2048_1920x0_80_0_0_5066d3d2e66e8dac62ab367ff0c2ea41.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ წმინდა წყლის მდარე „ფეიკ-პიარია“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.სააკაშვილმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, როდესაც ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი.სააკაშვილის დაბრუნება მხოლოდ არგებს „ქართულ ოცნებას“, პარტიისთვის საჩუქარი იქნება, რადგან ქართველები, მას რომ შეხედავენ, მიხვდებიან, როგორ განასხვავონ „ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი“, განაცხადა პოლიტიკოსმა.ამასთან, ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რომელზეც მან უარი თქვა, ამას კი თავისი პროცედურები აქვს, განმარტა მდინარაძემ.სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.რატომ არ შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს - პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა>>ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება. ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.სააკაშვილი შესაძლოა საქართველოს პრემიერი გახდეს? ექს-პრეზიდენტის დედის პასუხი>>სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263582238_1081:0:3812:2048_1920x0_80_0_0_e30a2c5935ba2aa086052911389cf76f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„წმინდა წყლის მდარე ფეიკ-პიარია“ - „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის გეგმები შეაფასეს
19:04 16.06.2023 (განახლებულია: 22:20 16.06.2023) მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ წმინდა წყლის მდარე „ფეიკ-პიარია“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
სააკაშვილმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, როდესაც ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი.
„წმინდა წყლის მდარე ფეიკ-პიარია. სად ბრუნდება? როგორ ბრუნდება?“ – განაცხადა მდინარაძემ.
სააკაშვილის დაბრუნება მხოლოდ არგებს „ქართულ ოცნებას“, პარტიისთვის საჩუქარი იქნება, რადგან ქართველები, მას რომ შეხედავენ, მიხვდებიან, როგორ განასხვავონ „ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი“, განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამასთან, ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რომელზეც მან უარი თქვა, ამას კი თავისი პროცედურები აქვს, განმარტა მდინარაძემ.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. შესაბამისად, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება. ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".