https://sputnik-georgia.com/20230616/huawei--zte-evrokomisia-278638627.html
ევროკომისიამ Huawei და ZTE საფრთხეებად მიიჩნია
ევროკომისიამ Huawei და ZTE საფრთხეებად მიიჩნია
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიების Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის 5G ქსელებში გამოყენება შესაძლოა უფრო მაღალ რისკს... 16.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-16T11:21+0400
2023-06-16T11:21+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
ევროკომისია
ახალი ამბები
პოლიტიკა
ჩინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249746368_1079:11:2866:1016_1920x0_80_0_0_96802fddb7cb5ab0885d6a43c6fef034.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიების Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის 5G ქსელებში გამოყენება შესაძლოა უფრო მაღალ რისკს წარმოადგენდეს ევროკავშირისთვის, ვიდრე სხვა კომპანიების პროდუქცია, მიაჩნიათ ევროკომისიაში.განცხადება, რომელიც ევროკავშირისთვის შესაძლო საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, ევროკომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.დოკუმენტის თანახმად, ამ დროისათვის ევროკავშირის 24-მა წევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო ან ამზადებს საკანონმდებლო ზომებს, რომლებიც ეროვნულ ხელისუფლებებს აღნიშნული კომპანიების მოწყობილობებზე შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს.ბრიუსელში ხაზს უსვამენ, რომ 5G ქსელები წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირის შიდა ბაზრის ფუნქციონირებასა და სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციებზე.აქედან გამომდინარე, ბრიუსელი დადებითად აფასებს იმ სახელმწიფოების ქმედებებს, რომლებმაც უკვე თქვეს უარი Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობების შეძენაზე, და მიუთითებს, რომ ევროკომისია „მომავალში თავს შეიკავებს ამ ორი კომპანიის ტექნიკის სერვისებით სარგებლობისგან“.როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხთა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, ევროკავშირმა არ უნდა შეინარჩუნოს დამოკიდებულებები, რომლებიც შეიძლება გაერთიანების წინააღმდეგ იარაღად იყოს გამოყენებული.
ევროკავშირი
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249746368_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_cad0d593b86a9399a79a9df64059a1c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , ევროკომისია, ახალი ამბები, პოლიტიკა, ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , ევროკომისია, ახალი ამბები, პოლიტიკა, ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიების Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის 5G ქსელებში გამოყენება შესაძლოა უფრო მაღალ რისკს წარმოადგენდეს ევროკავშირისთვის, ვიდრე სხვა კომპანიების პროდუქცია, მიაჩნიათ ევროკომისიაში.
განცხადება, რომელიც ევროკავშირისთვის შესაძლო საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, ევროკომისიის
ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, ამ დროისათვის ევროკავშირის 24-მა წევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო ან ამზადებს საკანონმდებლო ზომებს, რომლებიც ეროვნულ ხელისუფლებებს აღნიშნული კომპანიების მოწყობილობებზე შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს.
„კომისიას მიაჩნია, რომ გამართლებულია გადაწყვეტილება, რომელიც წევრმა ქვეყნებმა მიიღეს Huawei-სა და ZTE-ს გათიშვის თაობაზე 5G ქსელიდან. ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფართო სპექტრის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ Huawei და ZTE რეალურად წარმოადგენენ მნიშვნელოვნად მაღალ რისკს, ვიდრე 5G-ს სხვა მომწოდებლები“, — ნათქვამია განცხადებაში.
ბრიუსელში ხაზს უსვამენ, რომ 5G ქსელები წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირის შიდა ბაზრის ფუნქციონირებასა და სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციებზე.
აქედან გამომდინარე, ბრიუსელი დადებითად აფასებს იმ სახელმწიფოების ქმედებებს, რომლებმაც უკვე თქვეს უარი Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობების შეძენაზე, და მიუთითებს, რომ ევროკომისია „მომავალში თავს შეიკავებს ამ ორი კომპანიის ტექნიკის სერვისებით სარგებლობისგან“.
როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხთა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, ევროკავშირმა არ უნდა შეინარჩუნოს დამოკიდებულებები, რომლებიც შეიძლება გაერთიანების წინააღმდეგ იარაღად იყოს გამოყენებული.