https://sputnik-georgia.com/20230615/---------278602657.html
ჯანდაცვის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯანდაცვის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
ჯარიმები, რომელთა გაზრდაც იგეგმება, ეხება როგორც უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან, ისე წამლების დანიშვნის წესებთან დაკავშირებულ დარღვევებს. 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T13:15+0400
2023-06-15T13:15+0400
2023-06-15T20:12+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.კომიტეტის წევრებს კანონპროექტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარუდგინა.მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი უწყების გაძლიერება და მისი აღჭურვა იმ სამართლებრივი მექანიზმებით, რაც მას დაკისრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების, პაციენტის უსაფრთხოებისა და სამინისტროს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას მისცემს.საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მედიცინის სფეროში კონტროლის წესების გამკაცრების წინააღმდეგია>>>პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.ასევე ცვლილება ხორციელდება ჯარიმებთან დაკავშირებით და იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობა.კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.კონტროლის ახალი წესებისაქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს.კანონპროექტის თანახმად, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 ათასი ლარით (ნაცვლად 1 ათასი ლარისა).გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანებისთვის ან ზედამხედველობის ხელის შეშლაზე დღეს მოქმედი ჯარიმისგან (1500-დან 2500 ლარამდე) განსხვავებით დგინდება კონკრეტულ ქმედებებზე დიფერენცირებული ფულადი ჯარიმები.კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ექვემდებარება დაჯარიმებას 4 ათასი ლარის, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – 8 ათასი ლარის ოდენობით.ჯარიმების გაზრდამ ხელი უნდა შეუწყოს პაციენტების უსაფრთხოებას - გაბუნია>>>სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 4 ათასი ლარის ოდენობით.სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა დაჯარიმდება სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არაუმეტეს 15 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 10 ათასი ლარისა).მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 ათასი ლარისა. დღეისათვის ჯარიმის ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა. კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან საქმიანობა ამ შეტყობინების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 ათასი ლარისა).იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 300-500 ლარისა), ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით დაექვემდებარება ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 ათასი ლარისა).იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 2 ათასი ლარისა).ამავე პროექტის თანახმად, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 500 ლარისა).„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 200 ლარისა).აღნიშნული სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას შესაძლებელი იქნება სააგენტოს მიერ ელექტრონული ჯარიმის გამოწერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
13:15 15.06.2023 (განახლებულია: 20:12 15.06.2023) ჯარიმები, რომელთა გაზრდაც იგეგმება, ეხება როგორც უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან, ისე წამლების დანიშვნის წესებთან დაკავშირებულ დარღვევებს.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტის წევრებს კანონპროექტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი უწყების გაძლიერება და მისი აღჭურვა იმ სამართლებრივი მექანიზმებით, რაც მას დაკისრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების, პაციენტის უსაფრთხოებისა და სამინისტროს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.
ასევე ცვლილება ხორციელდება ჯარიმებთან დაკავშირებით და იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობა.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
საქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს.
კანონპროექტის თანახმად, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 ათასი ლარით (ნაცვლად 1 ათასი ლარისა).
გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანებისთვის ან ზედამხედველობის ხელის შეშლაზე დღეს მოქმედი ჯარიმისგან (1500-დან 2500 ლარამდე) განსხვავებით დგინდება კონკრეტულ ქმედებებზე დიფერენცირებული ფულადი ჯარიმები.
კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ექვემდებარება დაჯარიმებას 4 ათასი ლარის, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – 8 ათასი ლარის ოდენობით.
სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 4 ათასი ლარის ოდენობით.
სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა დაჯარიმდება სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არაუმეტეს 15 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 10 ათასი ლარისა).
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 ათასი ლარისა. დღეისათვის ჯარიმის ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა. კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან საქმიანობა ამ შეტყობინების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 ათასი ლარისა).
იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 300-500 ლარისა), ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით დაექვემდებარება ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 ათასი ლარისა).
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 2 ათასი ლარისა).
ამავე პროექტის თანახმად, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 500 ლარისა).
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 200 ლარისა).
აღნიშნული სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას შესაძლებელი იქნება სააგენტოს მიერ ელექტრონული ჯარიმის გამოწერა.