https://sputnik-georgia.com/20230614/romel-kurortebs-irceven-saqartvelos-moqalaqeebi-2023-wlis-zafxulsi-dasasveneblad-278581219.html
რომელ კურორტებს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის ზაფხულში დასასვენებლად
რომელ კურორტებს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის ზაფხულში დასასვენებლად
Sputnik საქართველო
ეს ქვეყანა მრავალი წელია საქართველოს ტურისტული ფირმების მოთხოვნებში ლიდერობს. 14.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-14T18:39+0400
2023-06-14T18:39+0400
2023-06-14T22:14+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თურქეთი
საბერძნეთი
კვიპროსი
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23230/73/232307309_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_ab275782ffa316b4c1a05a414f1ee1d2.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების უმრავლეობა 2023 წელს დასასვენებლად, ტრადიციულად, თურქეთის საზღვაო კურორტებს ირჩევს, განაცხადა ტურისტული სააგენტო Turebi.ge-ს დამფუძნებელმა ნიკა გოგოლაძემ.თურქეთი მრავალი წელია ქართული ტურისტული ფირმების მოთხოვნებში ლიდერობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს თურქეთზე გასვლითი ტურიზმის 55,6% მოდიოდა. მეზობელ ქვეყანას საქართველოს 941,4 ათასი მოქალაქე ეწვია.მისი თქმით, ეს მხოლოდ მისი სააგენტოს მონაცემებია, ეს მონაცემები მათ შეაგროვეს თავიანთი ვებ-გვერდის მომხმარებლების მიხედვით – გვერდს დღეში 3–4 ათასი მომხმარებელი ჰყავს.გოგოლაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ქართველ მოგზაურებს შორის გაიზარდა მოთხოვნა კვიპროსსა და საბერძნეთზე, რომლებსაც თურქეთი ფასების მიხედვით ცოტათი ჩამორჩება.Euronews-ის მილიონობით მაყურებელი აჭარის სილამაზეს ეცნობა>>დასვენება თურქეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ღირს 2 ათასი ლარიდან. ამას დამატებული რეისების ფასი ორივე მიმართულებით – 800-1000 ლარი ივლის-აგვისტოში. ამ პერიოდზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა და ძვირია საზღვაო კურორტებზე მოგზაურობის კუთხით, აღნიშნა გოგოლაძემ.რაც შეეხება კვიპროსსა და საბერძნეთს, მისი თქმით, ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე აია–ნაპაში, ქალკიდიკიში ან კრეტაზე 1,2–1,3 ათასიდან იწყება.წელს ასევე ძალზე პოპულარული გახდა იტალიის კურორტები. ბილეთები 600–800 ლარი ღირს (ორივე მიმართულება), ტური – 2,5 ათასი ლარი ერთ ადამიანზე.გოგოლაძის თქმით, ამავე დროს ქართველი ახალგაზრდობა ნაკლებად ირჩევს ევროპულ მიმართულებებს და თავის დასვენებას თვითონ გეგმავს – ტურის ყიდვის გარეშე.მაგრამ საზღვაო კურორტები და მიმართულებები ის მიმართულებებია, სადაც საჭიროა ტურისტული სააგენტო, წინააღმდეგ შემთხვევაში დასვენება, შესაძლოა, ორმაგი დაჯდეს, განაცხადა გოგოლაძემ.ექსპერტის თქმით, როდესაც ტურისტული სააგენტო პაკეტს პარტნიორებთან ერთად ამზადებს, ამ შემთხვევაში მომსახურების ფასები შედარებით დაბალია.
საქართველო
თურქეთი
საბერძნეთი
კვიპროსი
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23230/73/232307309_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_781b1f3b8c238bcb7f0e7a7d6097098a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თურქეთი , საბერძნეთი , კვიპროსი, იტალია
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თურქეთი , საბერძნეთი , კვიპროსი, იტალია
რომელ კურორტებს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის ზაფხულში დასასვენებლად
18:39 14.06.2023 (განახლებულია: 22:14 14.06.2023) ეს ქვეყანა მრავალი წელია საქართველოს ტურისტული ფირმების მოთხოვნებში ლიდერობს.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების უმრავლეობა 2023 წელს დასასვენებლად, ტრადიციულად, თურქეთის საზღვაო კურორტებს ირჩევს, განაცხადა ტურისტული სააგენტო Turebi.ge-ს დამფუძნებელმა ნიკა გოგოლაძემ.
თურქეთი მრავალი წელია ქართული ტურისტული ფირმების მოთხოვნებში ლიდერობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს თურქეთზე გასვლითი ტურიზმის 55,6% მოდიოდა. მეზობელ ქვეყანას საქართველოს 941,4 ათასი მოქალაქე ეწვია.
„იმ მომხმარებლების უმეტესობა – 15%, რომლებიც საკურორტო ზონებში მოგზაურობენ და ძირითადად პაკეტურ ტურებს იყენებენ, თურქეთს ირჩევს, 12% იტალიის მიმართულებით გეგმავს მოგზაურობას, კვიპროსში და საბერძნეთში დამსვენებლების 10% გეგმავს ზაფხულის გატარებას, ეგვიპტესა და ესპანეთზე კი 7-7% მოდის. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს – არაბეთი, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი და საფრანგეთი – აქ 5%-იანი მაჩვენებლებია“, – განაცხადა გოგოლაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, ეს მხოლოდ მისი სააგენტოს მონაცემებია, ეს მონაცემები მათ შეაგროვეს თავიანთი ვებ-გვერდის მომხმარებლების მიხედვით – გვერდს დღეში 3–4 ათასი მომხმარებელი ჰყავს.
გოგოლაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ქართველ მოგზაურებს შორის გაიზარდა მოთხოვნა კვიპროსსა და საბერძნეთზე, რომლებსაც თურქეთი ფასების მიხედვით ცოტათი ჩამორჩება.
დასვენება თურქეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ღირს 2 ათასი ლარიდან. ამას დამატებული რეისების ფასი ორივე მიმართულებით – 800-1000 ლარი ივლის-აგვისტოში. ამ პერიოდზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა და ძვირია საზღვაო კურორტებზე მოგზაურობის კუთხით, აღნიშნა გოგოლაძემ.
რაც შეეხება კვიპროსსა და საბერძნეთს, მისი თქმით, ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე აია–ნაპაში, ქალკიდიკიში ან კრეტაზე 1,2–1,3 ათასიდან იწყება.
წელს ასევე ძალზე პოპულარული გახდა იტალიის კურორტები. ბილეთები 600–800 ლარი ღირს (ორივე მიმართულება), ტური – 2,5 ათასი ლარი ერთ ადამიანზე.
„შეცვლილია იტალიაში დასვენების მიმართულებაც, თუ ადრე რომს და სხვა ქალაქებს შემეცნებითი ტურებისთვის ირჩევდნენ, ახლა საზღვაო მიმართულებაა აქტუალური. ნეაპოლიდან პალერმომდე ეს რეგიონი სრულად ათვისებული და დატვირთულია“, – განაცხადა მან.
გოგოლაძის თქმით, ამავე დროს ქართველი ახალგაზრდობა ნაკლებად ირჩევს ევროპულ მიმართულებებს და თავის დასვენებას თვითონ გეგმავს – ტურის ყიდვის გარეშე.
მაგრამ საზღვაო კურორტები და მიმართულებები ის მიმართულებებია, სადაც საჭიროა ტურისტული სააგენტო, წინააღმდეგ შემთხვევაში დასვენება, შესაძლოა, ორმაგი დაჯდეს, განაცხადა გოგოლაძემ.
ექსპერტის თქმით, როდესაც ტურისტული სააგენტო პაკეტს პარტნიორებთან ერთად ამზადებს, ამ შემთხვევაში მომსახურების ფასები შედარებით დაბალია.