https://sputnik-georgia.com/20230613/euronews-------278519839.html
Euronews-ის მილიონობით მაყურებელი აჭარის სილამაზეს ეცნობა
Euronews-ის მილიონობით მაყურებელი აჭარის სილამაზეს ეცნობა
Sputnik საქართველო
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 4 ივნისს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. წელს რეგიონი 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება. 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T13:36+0400
2023-06-13T13:36+0400
2023-06-13T19:56+0400
საქართველო
აჭარის მთავრობა
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/87/246298767_0:100:1943:1192_1920x0_80_0_0_be8f72c92eb781d5c6e62f4cd308671b.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ტელეკომპანია Euronews-ის მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობა აჭარის რეგიონის ამსახველ საიმიჯო ვიდეოებს, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საიმიჯო ვიდეორგოლების გარდა, რომელიც პრაიმ-ტაიმში გადაიცემა, დაგეგმილია ბათუმის შესახებ სპეციალური სიუჟეტების მომზადება. სარეკლამო კამპანიის მიზანია ბათუმის, როგორც უსაფრთხო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების წარმოჩენა.„სარეკლამო კამპანია მოიცავს, ერთი მხრივ, „ევრონიუსის" ქსელში ჩვენი რეგიონის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლების გაშვებას და, მეორე მხრივ, კონკრეტული გადაცემების მომზადებას, რომელიც ასახავს ჩვენს მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.Euronews-თან თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე განმტკიცდეს ქვეყნის იმიჯი და მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში მოგზაურობით, აღნიშნა მან.Euronews-ს მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ტელეკომპანია 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს. აჭარა წელს ოთხ მილიონზე მეტ ტურისტს ელოდება>>>აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 4 ივნისს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. წელს რეგიონი 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება.ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველოსიპედის ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.აჭარაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარას 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა სულ საქართველოში 3,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/87/246298767_109:0:1832:1292_1920x0_80_0_0_129a06206e7fa90f62e7f245680ddc22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
Euronews-ის მილიონობით მაყურებელი აჭარის სილამაზეს ეცნობა
13:36 13.06.2023 (განახლებულია: 19:56 13.06.2023) აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 4 ივნისს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. წელს რეგიონი 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ტელეკომპანია Euronews-ის მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობა აჭარის რეგიონის ამსახველ საიმიჯო ვიდეოებს, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიმიჯო ვიდეორგოლების გარდა, რომელიც პრაიმ-ტაიმში გადაიცემა, დაგეგმილია ბათუმის შესახებ სპეციალური სიუჟეტების მომზადება. სარეკლამო კამპანიის მიზანია ბათუმის, როგორც უსაფრთხო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების წარმოჩენა.
„სარეკლამო კამპანია მოიცავს, ერთი მხრივ, „ევრონიუსის" ქსელში ჩვენი რეგიონის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლების გაშვებას და, მეორე მხრივ, კონკრეტული გადაცემების მომზადებას, რომელიც ასახავს ჩვენს მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
Euronews-თან თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე განმტკიცდეს ქვეყნის იმიჯი და მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში მოგზაურობით, აღნიშნა მან.
Euronews-ს მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ტელეკომპანია 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს.
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 4 ივნისს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. წელს რეგიონი 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველოსიპედის ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.
აჭარაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარას 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა სულ საქართველოში 3,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.