მთავრობა მოსახლეობას ძველი ავტომობილებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს - ექს-დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerძველი ავტომობილი
ძველი ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს დააწესებს ქვეყანაში იმ ავტომობილების იმპორტზე, რომლებიც ევრო-5-ის სტანდარტებს არ შეესაბამება.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სასურველია, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელოს ე.წ. შესყიდვის ან ძველი ავტომობილების ჩანაცვლების პროგრამა, რათა მათმა მფლობელებმა მათი იმპორტის აკრძალვის შემდეგ არ იზარალონ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა რომან კაკულიამ.
ჰაერის დაბინძურების საკითხის გადასაწყვეტად მთავრობა 2024 წლის 1 იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს აკრძალავს. ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში შეზღუდვები, სავარაუდოდ, 2025 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდება.

„კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მათი გამოსყიდვის პროგრამას აამოქმედებს... რომ რაღაცნაირად მიეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძველი მანქანები დარჩებათ. ჩანაცვლების პროგრამაც შეიძლება გაკეთდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.

მიუხედავად ამისა, ყოფილი დეპუტატი მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში დარჩენილი ძველი ავტომობილების საკითხი გააქტიურდება.
„საჭირო იქნება ტექდათვალიერების გამკაცრება და მივიღებთ მანქანებს, რომლებიც ადამიანებს არ ეცოდინებათ, სად წაიღონ“, – განაცხადა კაკულიამ.
საქართველო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს შეზღუდავს>>
საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს დააწესებს ქვეყანაში იმ ავტომობილების იმპორტზე, რომლებიც ევრო-5-ის სტანდარტებს არ შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება.
ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
ყველა ახალი ამბავი
0