საქართველო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს შეზღუდავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები თბილისის ცენტრში პიკის საათის დროს
ავტომობილები თბილისის ცენტრში პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
შეზღუდვები ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაწესდება.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს დააწესებს ქვეყანაში იმ ავტომობილების იმპორტზე, რომლებიც ევრო-5-ის სტანდარტებს არ შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
„პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში 2024 წლის იანვრიდან აიკრძალება.
ამ ინიციატივის რეალიზაცია არსებით წვლილს შეიტანს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებაში.
საქართველოს შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 62,7%-ზე მეტი 20-ზე მეტი წლისაა.
საქართველო ავტომობილების მავნე გამონაბოლქვზე კონტროლს გააძლიერებს>>
საქართველოში 639,7 ათასი მსუბუქი ავტომობილიდან 20 წელზე ნაკლების მხოლოდ 239,1 ათასი მანქანაა. ამასთან, 44,8% – 15 და მეტი წლის წინაა გამოშვებული.
სულ საქართველოში დარეგისტრირებულია მხოლოდ 59,4 ათასი ავტომობილი, რომელთა გამოშვებიდან 10 წელი არ გასულა. ეს ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების სრული რაოდენობის 9,2%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0