https://sputnik-georgia.com/20221213/saqartvelo-avtomobilebis-mavne-gamonabolqvze-kontrols-azlierebs-272978581.html
საქართველო ავტომობილების მავნე გამონაბოლქვზე კონტროლს გააძლიერებს
საქართველო ავტომობილების მავნე გამონაბოლქვზე კონტროლს გააძლიერებს
Sputnik საქართველო
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T10:27+0400
2022-12-13T10:27+0400
2022-12-13T15:52+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_242:405:2104:1452_1920x0_80_0_0_a8b77b88c409ced92b200ac5bba93c50.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა მკაცრად გაკონტროლდება, ხოლო დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში დამრღვევებს სოლიდური ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრებათ.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ ორშაბათს მხარი დაუჭირა.გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. კერძოდ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით.იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 1,5 ათასი ლარი.კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება.პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_117:401:2056:1855_1920x0_80_0_0_c6376238ae29f9bd136c4785f5f69a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო ავტომობილების მავნე გამონაბოლქვზე კონტროლს გააძლიერებს
10:27 13.12.2022 (განახლებულია: 15:52 13.12.2022) გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა მკაცრად გაკონტროლდება, ხოლო დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში დამრღვევებს სოლიდური ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრებათ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ ორშაბათს მხარი დაუჭირა.
ინიციატივის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი მუხლი (119 პრიმა 2) – სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება. გზებზე კონტროლს განახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. კერძოდ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით.
იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 1,5 ათასი ლარი.
კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება.
„აღნიშნულ პერიოდამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიძენს სპეციალურ, თანამედროვე გამზომ აპარატურასა და შესაბამის მოწყობილობებს, ასევე მოხდება სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომელთა გადამზადება, რათა გზებზე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი ეფექტიანად განხორციელდეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.