https://sputnik-georgia.com/20230614/---------278577296.html
ოხანაშვილი „დეოლიგარქიზაციის" კანონზე: მივიღეთ ერთგვარად შუალედური გადაწყვეტილება
ოხანაშვილი „დეოლიგარქიზაციის" კანონზე: მივიღეთ ერთგვარად შუალედური გადაწყვეტილება
Sputnik საქართველო
თბილისში არ იციან ევროკომისიას მოუსმინონ თუ ვენეციის კომისიას. 14.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-14T16:21+0400
2023-06-14T16:21+0400
2023-06-14T21:31+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ვენეციის კომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_0:26:2400:1376_1920x0_80_0_0_1ee87968b9752c9e2df233d01b70eda1.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მაინც მიიღებს, რათა ევროკომისიის პირობების შესრულების საკითხში სპეკულაციის ადგილი არ დარჩეს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტის მიერ არ უნდა იქნას მიღებული, რადგანაც გარკვეული პიროვნებების „ოლიგარქებად“ განსაზღვრისას უნდა იყოს დაცული სისტემური და არა პერსონალური მიდგომა. დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.ქართულ მხარეს ესმის ვენეციის კომისიის მიდგომა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაც შესრულდეს, აღნიშნა დეპუტატმა.„ამიტომაც მივიღეთ ერთგვარად შუალედური გადაწყვეტილება, თუ ევროკომისია დეკემბერში ამ საკითხს დღის წესრიგიდან ამოიღებს, ეს კანონი არ ამოქმედდება და შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩვენ შევძლებთ ამ კანონის გაუქმებას", – განაცხადა დეპუტატმა.დეოლიგარქიზაცია ქართულად - როგორ გადამუშავდა კანონპროექტი>>>მისი თქმით, ევროპულმა კომისიამ უკრაინას, რომლის მოდელზე დაყრდნობითაც შეიმუშავა მმართველმა პარტიამ კანონპროექტი, მოუწოდა მიღებული კანონის აღსრულების დაწყება.„ახლა ვენეციის კომისია – ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტული დანაყოფი უკრაინასაც ეუბნება, რომ მათ უნდა გააუქმონ კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ განაცხადა აღსრულება დაწყებულიყო. რეალურად გვაქვს ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის სიტუაცია", – განაცხადა ოხანაშვილმა.გუშინ საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გადამუშავდა და შეიცვალა ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე.კანონპროექტი მას შემდეგ გადამუშავდა, რაც ვენეციის კომისიამ პირვანდელი ვერსიის შესწავლის შემდეგ საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს.ვინ არის ოლიგარქი?კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს:პირი უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა გულისხმობს სახელმწიფო უწყებებში მაღალი თანამდებობის დაკავებას, მონაწილეობას პარტიის დაარსებაში ან/და მის ხელმძღვანელობაში, არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას და პარტიისთვის შემოწირულობის გაღებას – თუ წლის მანძილზე შემოწირულობა აღემატება 30 ათას ლარს, ასევე 30 ათას ლარზე მეტი ოდენობით საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, ან თუ ბოლო 1 წლის მანძილზე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თაობაზე არსებობს აშკარა მტკიცებულება.ახდენდეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მასმედიაზე- მასმედიაზე გავლენაში იგულისხმება მედიასაშუალებებში წილის ფლობა ან აშკარა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში მასმედიაზე ზეგავლენას ახდენდა.ფლობდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს- ამ ნაწილის დაკმაყოფილებისთვის პირის ქონების საერთო ღირებულება (რაზეც საკუთრების უფლება აქვს ან არაპირდაპირ ფლობს), მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმს 1 მილიონჯერ უნდა აღემატებოდეს.ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას დაიწყებს მთავრობის წევრის, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით.ვენეციის კომისია საქართველოს ურჩევს, არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი>>>ამასთან, პირს, რომელსაც ოლიგარქად აღიარებენ, უფლება ექნება დაესწროს ბიუროს სხდომას ან გაგზავნოს თავისი წარმომადგენელი, ასევე წარუდგინოს თავისი პოზიცია ბიუროს.პირის ოლიგარქად აღიარების თაობაზე სხდომა ღია და საჯარო იქნება, ისევე, როგორც ბიუროს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ.ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირს ოლიგარქების სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის დაწესების საფუძველი.ოლიგარქთან კომუნიკაციის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებმა, თანამდებობის პირებმა კონტაქტების დეკლარაციები უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში. კონტაქტში იგულისხმება ოლიგარქთან უშუალოდ საუბარი, შეხვედრა, ტელეფონით ან სხვა საშუალებით კონტაქტი. დეკლარაციის ვალდებულება არ ექნება მას, ვისაც ოლიგარქთან კონტაქტი ექნება საჯარო ღონისძიებაზე, ან არანაკლებ 50 ადამიანის თავშეყრისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_27:0:2160:1600_1920x0_80_0_0_c38f846c93f50efc6e0dec8246fc2e33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ვენეციის კომისია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ვენეციის კომისია, ახალი ამბები
ოხანაშვილი „დეოლიგარქიზაციის" კანონზე: მივიღეთ ერთგვარად შუალედური გადაწყვეტილება
16:21 14.06.2023 (განახლებულია: 21:31 14.06.2023) თბილისში არ იციან ევროკომისიას მოუსმინონ თუ ვენეციის კომისიას.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მაინც მიიღებს, რათა ევროკომისიის პირობების შესრულების საკითხში სპეკულაციის ადგილი არ დარჩეს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტის მიერ არ უნდა იქნას მიღებული, რადგანაც გარკვეული პიროვნებების „ოლიგარქებად“ განსაზღვრისას უნდა იყოს დაცული სისტემური და არა პერსონალური მიდგომა. დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
„ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაზე: ჩვენ განგვესაზღვრა ეს პუნქტი შესასრულებლად. ამიტომაც რომ არ დარჩეს სასპეკულაციო სივრცე, მიზანშეწონილია, ეს პროექტი კანონად მივიღოთ. შეიქმნა მოცემულობა, როდესაც ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ ეს პუნქტი შესასრულებელია", – განაცხადა ოხანაშვილმა.
ქართულ მხარეს ესმის ვენეციის კომისიის მიდგომა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაც შესრულდეს, აღნიშნა დეპუტატმა.
„ამიტომაც მივიღეთ ერთგვარად შუალედური გადაწყვეტილება, თუ ევროკომისია დეკემბერში ამ საკითხს დღის წესრიგიდან ამოიღებს, ეს კანონი არ ამოქმედდება და შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩვენ შევძლებთ ამ კანონის გაუქმებას", – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ევროპულმა კომისიამ უკრაინას, რომლის მოდელზე დაყრდნობითაც შეიმუშავა მმართველმა პარტიამ კანონპროექტი, მოუწოდა მიღებული კანონის აღსრულების დაწყება.
„ახლა ვენეციის კომისია – ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტული დანაყოფი უკრაინასაც ეუბნება, რომ მათ უნდა გააუქმონ კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ განაცხადა აღსრულება დაწყებულიყო. რეალურად გვაქვს ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის სიტუაცია", – განაცხადა ოხანაშვილმა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გადამუშავდა და შეიცვალა ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე.
კანონპროექტი მას შემდეგ გადამუშავდა, რაც ვენეციის კომისიამ პირვანდელი ვერსიის შესწავლის შემდეგ საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს.
კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს:
პირი უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში
- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა გულისხმობს სახელმწიფო უწყებებში მაღალი თანამდებობის დაკავებას, მონაწილეობას პარტიის დაარსებაში ან/და მის ხელმძღვანელობაში, არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას და პარტიისთვის შემოწირულობის გაღებას – თუ წლის მანძილზე შემოწირულობა აღემატება 30 ათას ლარს, ასევე 30 ათას ლარზე მეტი ოდენობით საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, ან თუ ბოლო 1 წლის მანძილზე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თაობაზე არსებობს აშკარა მტკიცებულება.
ახდენდეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მასმედიაზე
- მასმედიაზე გავლენაში იგულისხმება მედიასაშუალებებში წილის ფლობა ან აშკარა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში მასმედიაზე ზეგავლენას ახდენდა.
ფლობდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს
- ამ ნაწილის დაკმაყოფილებისთვის პირის ქონების საერთო ღირებულება (რაზეც საკუთრების უფლება აქვს ან არაპირდაპირ ფლობს), მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმს 1 მილიონჯერ უნდა აღემატებოდეს.
ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას დაიწყებს მთავრობის წევრის, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით.
ამასთან, პირს, რომელსაც ოლიგარქად აღიარებენ, უფლება ექნება დაესწროს ბიუროს სხდომას ან გაგზავნოს თავისი წარმომადგენელი, ასევე წარუდგინოს თავისი პოზიცია ბიუროს.
პირის ოლიგარქად აღიარების თაობაზე სხდომა ღია და საჯარო იქნება, ისევე, როგორც ბიუროს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ.
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირს ოლიგარქების სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის დაწესების საფუძველი.
ოლიგარქთან კომუნიკაციის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებმა, თანამდებობის პირებმა კონტაქტების დეკლარაციები უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში. კონტაქტში იგულისხმება ოლიგარქთან უშუალოდ საუბარი, შეხვედრა, ტელეფონით ან სხვა საშუალებით კონტაქტი. დეკლარაციის ვალდებულება არ ექნება მას, ვისაც ოლიგარქთან კონტაქტი ექნება საჯარო ღონისძიებაზე, ან არანაკლებ 50 ადამიანის თავშეყრისას.