https://sputnik-georgia.com/20230613/fxalaze-evrokavsiri-saqartveloze-gamavali-sua-derefnis-gamo-tavis-principebs-ar-datmobs-278539661.html
ფხალაძე: ევროკავშირი საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ გამო თავის პრინციპებს არ დათმობს
ფხალაძე: ევროკავშირი საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ გამო თავის პრინციპებს არ დათმობს
Sputnik საქართველო
არ შეიძლება გინდოდეს კლუბში გაწევრიანება და თან იმ კლუბს ბრალს სდებდე დესტაბილიზაციაში, განაცხადა ექსპერტმა. 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T21:29+0400
2023-06-13T21:29+0400
2023-06-13T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_b384b2e0f6ee41655c61929b33873f14.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში გადაჭარბებულად აფასებს თავის – როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, ევროკავშირი კი პრინციპებით ხელმძღვანელობს, მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი თენგიზ ფხალაძე.საქართველო წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ამისათვის მან უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს ერთის – დეპოლარიზაციის გარდა, თუმცა ასევე მიიჩნევენ, რომ ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოუწევს იმის ჩვენება, რომ ის ევროკავშირის ნაწილია.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.„ქართული ოცნება“: ევროკავშირის 12 პირობა ივნისის ბოლომდე შესრულდება >>საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_126:0:1903:1333_1920x0_80_0_0_061d17858f0be9b559b70294dbb516f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ფხალაძე: ევროკავშირი საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ გამო თავის პრინციპებს არ დათმობს
21:29 13.06.2023 (განახლებულია: 23:11 13.06.2023) არ შეიძლება გინდოდეს კლუბში გაწევრიანება და თან იმ კლუბს ბრალს სდებდე დესტაბილიზაციაში, განაცხადა ექსპერტმა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში გადაჭარბებულად აფასებს თავის – როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, ევროკავშირი კი პრინციპებით ხელმძღვანელობს, მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი თენგიზ ფხალაძე.
საქართველო წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ამისათვის მან უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს ერთის – დეპოლარიზაციის გარდა, თუმცა ასევე მიიჩნევენ, რომ ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ხანდახან გადაჭარბებულად ვაფასებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მოცემულობას. გასაგებია, რომ „შუა დერეფანი“ ახლა ძალიან მაღალმოთხოვნადია, მაგრამ არც იმდენად მაღალმოთხოვნადი, რომ ევროკავშირმა საკუთარ პრინციპებზე თვალი დახუჭოს, ამიტომ ძალიანაც ნუ შევაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები“, – თქვა თენგიზ ფხალაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოუწევს იმის ჩვენება, რომ ის ევროკავშირის ნაწილია.
„არ შეიძლება გინდოდეს კლუბში გაწევრიანება და თან იმ კლუბს ბრალს სდებდე დესტაბილიზაციაში, შეთქმულების თეორიებს ავითარებდე და ა.შ. დრო ჯერ კიდევ არის; ყველაფერი გათვალისწინებულია – ქართველი ხალხის სურვილი, კონტრიბუცია, მაგრამ (ევროკავშირს) ხელჩასაჭიდი უნდა მივცეთ. თუ მოვინდომებთ, წლის ბოლომდე შეუძლებელი არაფერია“, – განაცხადა ფხალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.