https://sputnik-georgia.com/20230612/-------278475288.html
საქართველოში რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე დროებითი გადასახადი ამოქმედდა
საქართველოში რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე დროებითი გადასახადი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T11:13+0400
2023-06-12T11:13+0400
2023-06-21T13:22+0400
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278782084_0:398:2730:1934_1920x0_80_0_0_d4f25204a89606fa1e431f3bfa9ed732.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში რუსეთიდან ხორბლის ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი ძალაში შევიდა.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 ივნისიდან ქვეყანაში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაიბეგრება.მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასურის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო. მოსალოდნელია, რომ სიახლე გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.ფქვილის იმპორტის გაფორმების მომსახურების ღირებულება 2023 წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს.რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.სილაგავა: ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება ქართველ ფერმერებს დაეხმარება>>>ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278782084_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_aabb38340bb63efab03b75c861cac97c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე დროებითი გადასახადი ამოქმედდა
11:13 12.06.2023 (განახლებულია: 13:22 21.06.2023) საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში რუსეთიდან ხორბლის ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი ძალაში შევიდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 ივნისიდან ქვეყანაში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაიბეგრება.
მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასურის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო. მოსალოდნელია, რომ სიახლე გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
ფქვილის იმპორტის გაფორმების მომსახურების ღირებულება 2023 წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.