https://sputnik-georgia.com/20230529/--------278117015.html
სილაგავა: ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება ქართველ ფერმერებს დაეხმარება
სილაგავა: ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება ქართველ ფერმერებს დაეხმარება
Sputnik საქართველო
წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, წინა მოსავლის ადგილობრივი ხორბალი მიიღონ, სულ მცირე, თვითღირებულების ფასად, რაც ფერმერებისთვის ძალიან დიდი შვება... 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T23:38+0400
2023-05-29T23:38+0400
2023-05-29T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:877:2018:2012_1920x0_80_0_0_9f74c29890f8765b1cc5e95a88da3b10.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ხუთი თვის ვადით ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემოღება დაეხმარება ქართველ ფერმერებს გაყიდონ ხორბლის როგორც ახალი, ისე შარშანდელი მოსავალი, რომელიც შესანახ მეურნეობებში აქვთ, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ.როგორც ადრე საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა მუშაობა, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან წისქვილები ამუშავდება და შეძლებენ ფქვილის წარმოებას, რომლის ფასი იმპორტულ ფქვილს კონკურენციას გაუწევს.გარდა ამისა, მისი თქმით, წისქვილების ამუშავება ნიშნავს სამუშაო ადგილებს და შენატანებს ბიუჯეტში.„დღეს არის ის სიტუაცია, როდესაც წისქვილკომბინატებს აქვთ საშუალება, ამუშავების პირობებში პირველი ხარისხის ფქვილი ფიქსირებულ ფასად, დაახლოებით 53 ლარის ფარგლებში მიაწოდონ პურის ქარხნებს, რომლებიც სოციალურ პურს აცხობენ, რაც უზრუნველყოფს პურის ფასის შენარჩუნებას“, - განაცხადა სილაგავამ.საქართველოში ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება: პურზე ფასი მოიმატებს? >>ექსპერტის თქმით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მეზობელ ქვეყანაში შემოიღეს ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე ასიმეტრიული გადასახადები. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი და წისქვილების გაჩერება, ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ბაზარზე.სილაგავამ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ 2021 წლამდე, როდესაც იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალზე გადასახადები იყო ნულოვანი, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი იყო 98% პირველი ხარისხის, უმაღლესი და ყველა ხარისხის ადგილობრივი წარმოების ფქვილი და მხოლოდ ორი პროცენტი იყო იმპორტირებული.საქართველოს მთავრობა 2023 წლის 10 ივნისიდან ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემოღებას გეგმავს ხუთი თვის ვადით, თუმცა ირწმუნება, რომ ქვეყანაში პურის ღირებულება არ გაიზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობას მიმდინარე კვირაში წარუდგენს. სიახლის მიზანია ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობა.ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.მეორედ, წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.საქმე ფასშია: მინისტრმა მარცვლეულის მწარმოებლების პრობლემებზე ისაუბრა >>საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. საქართველომ გაზარდა ფქვილის იმპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი დააწესა. ფქვილზე კი საექსპორტო გადასახადი არ ვრცელდება.რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:534:2018:2048_1920x0_80_0_0_b23621d9a9a7d4bca1772a5194680aff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
სილაგავა: ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება ქართველ ფერმერებს დაეხმარება
წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, წინა მოსავლის ადგილობრივი ხორბალი მიიღონ, სულ მცირე, თვითღირებულების ფასად, რაც ფერმერებისთვის ძალიან დიდი შვება იქნება, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ხუთი თვის ვადით ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემოღება დაეხმარება ქართველ ფერმერებს გაყიდონ ხორბლის როგორც ახალი, ისე შარშანდელი მოსავალი, რომელიც შესანახ მეურნეობებში აქვთ, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ.
როგორც ადრე საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა მუშაობა, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.
„წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, წინა მოსავლის ადგილობრივი ხორბალი მიიღონ, სულ მცირე, თვითღირებულების ფასად, რომელიც ფერმერებისთვის იქნება ძალიან დიდი შვება. ერთი კილოგრამი დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში იქნება... მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის შესანახი მეურნეობები, რომელიც გასათავისუფლებელია, რადგან უკვე დაწყებულია მოსავლის აღება“, - განაცხადა სილაგავამ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან წისქვილები ამუშავდება და შეძლებენ ფქვილის წარმოებას, რომლის ფასი იმპორტულ ფქვილს კონკურენციას გაუწევს.
გარდა ამისა, მისი თქმით, წისქვილების ამუშავება ნიშნავს სამუშაო ადგილებს და შენატანებს ბიუჯეტში.
„დღეს არის ის სიტუაცია, როდესაც წისქვილკომბინატებს აქვთ საშუალება, ამუშავების პირობებში პირველი ხარისხის ფქვილი ფიქსირებულ ფასად, დაახლოებით 53 ლარის ფარგლებში მიაწოდონ პურის ქარხნებს, რომლებიც სოციალურ პურს აცხობენ, რაც უზრუნველყოფს პურის ფასის შენარჩუნებას“, - განაცხადა სილაგავამ.
ექსპერტის თქმით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მეზობელ ქვეყანაში შემოიღეს ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე ასიმეტრიული გადასახადები. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი და წისქვილების გაჩერება, ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ბაზარზე.
სილაგავამ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ 2021 წლამდე, როდესაც იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალზე გადასახადები იყო ნულოვანი, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი იყო 98% პირველი ხარისხის, უმაღლესი და ყველა ხარისხის ადგილობრივი წარმოების ფქვილი და მხოლოდ ორი პროცენტი იყო იმპორტირებული.
საქართველოს მთავრობა 2023 წლის 10 ივნისიდან ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემოღებას გეგმავს ხუთი თვის ვადით, თუმცა ირწმუნება, რომ ქვეყანაში პურის ღირებულება არ გაიზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობას მიმდინარე კვირაში წარუდგენს. სიახლის მიზანია ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობა.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ, წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. საქართველომ გაზარდა ფქვილის იმპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი დააწესა. ფქვილზე კი საექსპორტო გადასახადი არ ვრცელდება.
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.