https://sputnik-georgia.com/20230609/ssm-bavsvs-mokvlit-emuqreboda-seqs-videos-saqmis-axali-detalebi-278410433.html
შშმ სტატუსის მქონე ბავშვს მოკვლით დაემუქრა: სექს-ვიდეოს საქმის ახალი დეტალები
შშმ სტატუსის მქონე ბავშვს მოკვლით დაემუქრა: სექს-ვიდეოს საქმის ახალი დეტალები
ბრალდებული შშმ არასრულწლოვანს მისი და მისი მშობლების მოკვლით და დასახიჩრებით ემუქრებოდა. 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T13:13+0400
2023-06-09T13:13+0400
2023-08-23T09:04+0400
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სავარაუდო გაუპატიურების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მამაკაცს ბრალად არასრულწლოვანი ბავშისა და მისი მშობლის მიმართ ჩადენილი მუქარა ედება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს. ახლა ბრალდებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ძირითადი საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსის" მიმართვის საფუძველზე „გაუპატიურების" მუხლით აგრძელებს. მიმართვის მიზეზი ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეოს შესახებ ინფორმაცია გახდა.შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო>> არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საქმე ეხება ვიდეოს, სადაც სექსუალური ხასიათის ძალადობაა დაფიქსირებული 7-დან 16 წლამდე გოგონების მიმართ. ორგანიზაციის ცნობით, ვიდეოები რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული და მასზე სმენის პრობლემების მქონე პირები ფიგურირებენ. პოლიცია მოწმეების გამოკითხვასა და საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შშმ სტატუსის მქონე ბავშვს მოკვლით დაემუქრა: სექს-ვიდეოს საქმის ახალი დეტალები
13:13 09.06.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) ბრალდებული შშმ არასრულწლოვანს მისი და მისი მშობლების მოკვლით და დასახიჩრებით ემუქრებოდა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სავარაუდო გაუპატიურების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მამაკაცს ბრალად არასრულწლოვანი ბავშისა და მისი მშობლის მიმართ ჩადენილი მუქარა ედება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს.
ახლა ბრალდებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსის" მიმართვის საფუძველზე „გაუპატიურების" მუხლით აგრძელებს. მიმართვის მიზეზი ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეოს შესახებ ინფორმაცია გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საქმე ეხება ვიდეოს, სადაც სექსუალური ხასიათის ძალადობაა დაფიქსირებული 7-დან 16 წლამდე გოგონების მიმართ. ორგანიზაციის ცნობით, ვიდეოები რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული და მასზე სმენის პრობლემების მქონე პირები ფიგურირებენ.
პოლიცია მოწმეების გამოკითხვასა და საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.