https://sputnik-georgia.com/20230607/ssm-pirebis-mimart-sesazlo-seqsualuri-zaladobis-faqtze-gamozieba-daiwyo-278362718.html
შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T17:58+0400
2023-06-07T17:58+0400
2023-06-07T22:06+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/11/251200138_0:94:3307:1954_1920x0_80_0_0_724ef1e68c15892648953115f1bb2973.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო განხორციელებული მომართვების საფუძველზე. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.გუშინ შშმ არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე შშმ ქალთა ორგანიზაციამ განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის დეა ერემაშვილის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები, სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, არასრულწლოვნების ასაკი კი 8 წლიდან იწყება. ორგანიზაციის ინფორმაციით, სმენადაქვეითებულ ბავშვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავიწროებდნენ.შსს-ს ინფორმაციით, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.უწყების ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტებში კი გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ერთი პირი დააკავეს.გამოძიების მიხედვით, დაკავებული შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/11/251200138_289:0:3020:2048_1920x0_80_0_0_57bf65fcee0d74ca2e4703dce414aaa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში
შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
17:58 07.06.2023 (განახლებულია: 22:06 07.06.2023) უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო განხორციელებული მომართვების საფუძველზე. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გუშინ შშმ არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე შშმ ქალთა ორგანიზაციამ განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის დეა ერემაშვილის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები, სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, არასრულწლოვნების ასაკი კი 8 წლიდან იწყება. ორგანიზაციის ინფორმაციით, სმენადაქვეითებულ ბავშვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავიწროებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
„გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტებში კი გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, დაკავებული შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.