შეხვედრა შედგა: რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა

© Government of Georgiaოლაფ შოლცი და ირაკლი ღარიბაშვილი
ოლაფ შოლცი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გერმანიის კანცლერს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხი განიხილეს ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.
პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

„შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.

ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ყველა ახალი ამბავი
0