საქართველო ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს

© Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,
საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,  - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
მემორანდუმი ითვალისწინებს პარტნიორობას განათლების მიმართულებით, ტრენინგების ჩატარებას, ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარებას
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და CERN-ის კვლევისა და ინფორმატიკის დირექტორმა იოახიმ იოზეფ მნიხმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს პარტნიორობას განათლების მიმართულებით, ტრენინგების ჩატარებას, ქართველ ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ, CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში მონაწილეობა მიიღონ და სხვ.
ამილახვრის თქმით, აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მანამდე არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას მაღალი ენერგიის ფიზიკის სფეროში განხორციელებულ ფუნდამენტურ კვლევებში.
„ყველა ვთანხმდებით, რომ მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს CERN-თან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერას, მკვლევრებისა და ინჟინრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისთვის, აღნიშნა მინისტრმა.
„დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას მისცემს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას - ქართველი მეცნიერები მიიღებენ ღირებულ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნა ამილახვარმა და დასძინა, რომ სამინისტრო მიზნად ისახავს საქართველო მნიშვნელოვანი კვლევების ჰაბად აქციოს.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და მის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დაარსებაა.
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო >>
„მჯერა, რომ მეცნიერება და ტექნოლოგიები ყოველთვის იქნება პროგრესის არსებითი მამოძრავებელი ძალა. ამავდროულად, ცოდნის გაზიარებამ გლობალურ დონეზე შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი მეცნიერების განვითარებას. ასე რომ, გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად!“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის ერთობლივ გაცვლით სამეცნიერო-კვლევით პროექტებს განახორციელებენ; ჩატარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები; ქართველ ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ, CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში მონაწილეობა მიიღონ და სხვა.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაბორატორიაა. აქ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები, მეცნიერები ახალ აღმოჩენებს აკეთებენ.
ყველა ახალი ამბავი
0