https://sputnik-georgia.com/20220705/qutaissi-adronuli-centris-msenebloba-daiwyo-268218093.html
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო
Sputnik საქართველო
ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T19:06+0400
2022-07-05T19:06+0400
2022-07-05T22:17+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_0:88:1680:1033_1920x0_80_0_0_51a8e25326200c374de643588d1878ed.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქუთაისში რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო, სადაც ონკოპაციენტებს თანამედროვე მეთოდით უმკურნალებენ.სიმსივნის ადრონული თერაპია ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.ცენტრის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და IBA-ს (Ion Beam Applications S.A.) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე.პრემიერის თქმით, ეს არის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს მსოფლიო დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით.კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით, ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში.საქართველოში 2024 წლიდან ონკოპაციენტებს თანამედროვე მეთოდებით უმკურნალებენ>>„ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის“, – აღნიშნა პრემიერმა.მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ასეთი ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნიანი გამოცდილება აქვს.ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_94:0:1587:1120_1920x0_80_0_0_19adecdff08f28a0160eb8d46c7d54c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ქუთაისი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ქუთაისი
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო
19:06 05.07.2022 (განახლებულია: 22:17 05.07.2022) ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქუთაისში რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო, სადაც ონკოპაციენტებს თანამედროვე მეთოდით უმკურნალებენ.
სიმსივნის ადრონული თერაპია ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.
ცენტრის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და IBA-ს (Ion Beam Applications S.A.) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე.
პრემიერის თქმით, ეს არის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს მსოფლიო დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით.
„ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი. ეს პროექტი მთლიანად ფონდი „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით, ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში.
„ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ასეთი ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნიანი გამოცდილება აქვს.
ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს.