სერიალის გაგრძელება - „ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის პრემიერობის შანსი შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
„ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე წარადგინონ.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გეგმები, რომ ამჟამად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სახით დაბრუნდეს, ეს სერიალის გაგრძელებაა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
უფრო ადრე „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.

„წინა სეზონი იყო – „მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს“ და ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც და ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება – „მიხეილ სააკაშვილი პრემიერად“. ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა", – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის პრემიერობის შესაძლებლობას სერიოზულად არ ეკიდება.

„მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერ-მინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, თუმცა მის (სააკაშვილის) პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ", – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება - პრემიერის პროგნოზი>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
განაჩენის თანახმად, სააკაშვილს რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, ექს-პრეზიდენტს არ შეუძლია „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.
ფსონი სააკაშვილზეა - რეაქციები „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ყველა ახალი ამბავი
0